რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს , რომელიც რუსეთის ენერგო რესურსებზეა დამოკიდებული, შეუძლია სრულიად დამოუკიდებელი გახდეს. ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშშია („დასავლეთის ენერგეტიკული სტრატეგიის განვითარება შავი ზღვის რეგიონისთვის და მის გარეთ“) საუბარი. რომლის ავტორიც არიელ კოენია.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში არსებული რესურსებით, ქვეყანას შეუძლია იმპორტიორის ნაცვლად ექსპორტიორი გახდეს.
„ 2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანია „Frontera Resources“-მა დააანონსა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინა. კომპანიის შეფასებით, „სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში“ ბუნებრივი აირის მარაგი 5.3 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს“ - ნათქვამია დოკუმენტში.
კოენის მოსაზრებით, თუ აღმოჩენილი გაზის მარაგის მოცულობას დამოუკიდებელი წყაროები დაადასტურებენ, ხოლო გეოპოლიტიკური გამოწვევები წარმატებით მოგვარდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც დაბალი შემოსავლის ქვეყანაა, გაზის იმპორტიორის ნაცვლად, ექსპორტიორი ქვეყანა გახდება
სამხრეთ კახეთში აღმოჩენილი გაზის მარაგს თურქეთის, რუმინეთის , უკრაინასა და დასავლეთ ევროპის ბაზრების დაკმაყოფილება შეუძლია.
„ საქართველოს შეუძლია განახორციელოს გაზის ექსპორტი თხევადი გაზის მცირე ტერმინალით , რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ან თურქეთში გაყვანილი მთავარი საექსპორტო გაზსადენითა და ასევე ტანაპით" - ნათქვამია ანგარიშში.
Frontera საგარეჯოს რაიონში ბუნებრივ აირს უკვე მოიპოვებს. 2014 წლის ზაფხულიდან მწარე ხევის საბადოზე მოპოვებული ქართული ბუნებრივი აირი მოსახლეობას მიეწოდება, თუმცა მისი მოცულობა მცირეა. Frontera-ს მტკიცებით კი მხოლოდ ამ საბადოს მოცულობა 42 მილიარდი მეტრ კუბია, ენერგეტიკის სამინისტროში ამბობენ, რომ არანაირი გარემოება, რაც საქართველოში ამ მოცულობის გაზის მარაგის არსებობას დაადასტურებდა არ არსებობს. Frontera საქართველოში 1997 წლიდან აწარმოებს კვლევით სამუშაოებს.
მასალის გამოყენების პირობები






