
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,6-პროცენტიანი მატება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,80 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ხილისა და ყურძნის (19,0 პროცენტი), ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (12,7 პროცენტი) და რძის, ყველისა და კვერცხის (2,8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ჯანმრთელობის დაცვა:
ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (3,6 პროცენტი);
ტრანსპორტი:
ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,2-პროცენტიანი კლება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,14 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ- საპოხ მასალებზე (-2,5 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები






