„სასამრთლომ 2008 წლის მოვლენებს რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი უწოდა, რომელშიც სამხრეთ ოსეთის მთავრობის ქმედებებს რუსეთი მართავდა. ჩემი აზრით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასეთი მიმართულება მისცა გამოძიებას, რაც არასწორია" - განაცხადა მან.
მისი თქმით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" მიზანს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დაცვა წარმოადგენდა.
როგორც ინტერვიუში ბასტრიკინმა განაცხადა, სასამართლომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მისი თქმით, გამოძიების მსვლელობისას, სასამართლომ თვალი დახუჭა ქართველი სამხედროების მიერ ოსი ხალხის წამებაზე.
„სასამართლოს მიერ გამოძიების საგნის სახით განსაზღვრულია სამხედრო დანაშაულებები და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც, წინასწარი დასკვნებით, ჩაიდინეს არა საქართველოს შეიარაღებული ძალების, არამედ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ეთნიკური ქართველები წინააღმდეგ. ანუ გამოდის, რომ სასამართლომ საქმის მიმდინარეობა თავდაყირა დააყენა" - აღნიშნა ბასტრიკინმა.
„ჩვენ არ უნდა დავივიწოთ, რომ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი 2008 წლის მოვლენებამდე გაცილებით ადრე, 1990-იან წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც სამხრეთ ოსეთის მთავრობაზე რუსეთს გავლენა ვერ ექნებოდა" - აღნიშნა მან.
ბასტრიკინის განცხადებით, აშშ-მ 2008 წლის მოვლენებისთვის საქართველოს სამხედრო იარაღით მომარაგება და ქართველი სამხედროების მომზადება დააფინანს.
მასალის გამოყენების პირობები






