,,ლაქტალისი“ ,,სანტეს“ ბრენდირებულ პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე გაიტანს
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:55, 02 Feb, 2016     1096
სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტორი, მსოფლიოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ნომერ პირველი, გლობალური კომპანია „ლაქტალისი“ საქართველოში შემოვიდა, - კომპანია, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი ბრენდი აქვს, „სანტესთან“ პარტნიორობით, ქართული პროდუქციის ბრენდირებას და როგორც რეგიონულ, ისე - მსოფლიო ბაზარზე მის გატანას გეგმავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, რომელსაც მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი, რათა იგი გამოყენებული იყოს ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე გასატანად.

„ეს არის კომპანია, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 75 000-ზე მეტი თანამშრომელი და მსოფლიო მნიშვნელობის თითქმის ორი ათეული ქვებრენდი აქვს. მისასალმებელია, რომ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტორი ქვეყანაში შემოდის. მნიშვნელოვანია, რომ „ლაქტალისი“ ინვესტიციას ახორციელებს ახლა, როდესაც ჩვენ ევროკავშირთან გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც მას ევროპის ბაზარზე შესვლის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინვესტორს, პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის გაყიდვის მიმართულებით, კონკრეტული გეგმები აქვს.

„ძალიან კარგია, რომ კომპანიამ სამხრეთ კავკასიაში შემოსვლის წერტილად საქართველო აირჩია და საქართველოს მეშვეობით სურს, დაფაროს რეგიონული ბაზარი. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტს დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე აცნობა, რომელზეც ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის პროექტები და პრიორიტეტები განიხილეს.

მიმდინარე წელს ფინანსთა სამინისტრო მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის დანერგვას, რომელიც მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს. რეფორმა ადგილობრივი საინვესტიციო რესურსის მობილიზებას, რეინვესტირების წახალისებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრირების კუთხითაც, მათ შორის, იგეგმება შემოსავლების სამსახურის შემოწმებების რეგლამენტირება.

ფინანსთა სამინისტრო ასევე აქტიურად იმუშავებს ბიზნესისთვის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გასამარტივებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42