ინციდენტი ზუგდიდში: პოლიციელებმა ჟურნალისტებს რესპოდენტი გაარიდეს
საზოგადოება - 13:16, 28 Mar, 2013     1954

 

მომხდარი ინციდენტის შესახებ "ნიუპოსტს" თვითმხილველმა შეატყობინა, გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ რესპოდენტი, რომელიც ჟურნალისტებთან ინტერვიუში წალენჯიხის პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მასზე განხხორციელებული ძალადობის შესახებ ჰყვებოდა, 1941 წელს დაბადებული, წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში მცხოვრები ზაირა კატუკია იყო.

 

ზაირა კატუკიას ინფორმაციით, მის ახლო ნათესავსა და მას შორის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებულ დავაში წალენჯიხის პოლიციის თანამშრომლები უკანონოდ და ნათესავის სასარგებლოდ ჩაერივნენ და დაშინებისა და მუქარის შემდეგ, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

 

ზაირა კატუკია სწორედ მასზე ძალადობის ფაქტებზე ჰყვებოდა და ინტერვიუს მიმდინარეობის დროს მან ჟურნალისტებს სხეულის დაზიანებული ადგილებიც უჩვენა, რესპოდენტის მტკიცებით, მან დაზიანებები მაშინ მიიღო, როცა ფიზიკური შეურაცხყოფა უშუალოდ წალენჯიხის პოლიციის უფროსმა მიაყენა. პოლიციის უფროსის გარდა, ზაირა კატუკიამ მოძალადეთა შორის რიგითი პოლიციელი ზაზა შეროზიაც დაასახელა:

 

"ისინი მიტყამდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, სახეში არ დაარტყა, დაემჩნევაო", - უყვებოდა ქალი ჟურნალისტებს ზუგდიდის ცენტრში.
თვითმხილველის თქმით, ამ დროს ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა, რომელმაც ქალს მანქნაში ჩაჯდომა და ინტერვიუს შეწყვეტა უხეში ფორმით მოსთხოვა.

 

როგორც გაირკვა, მამაკაცი რესპოდენტის შვილი იყო. მისი გამოჩენიდან რამდენიმე წუტში შემთხვევის ადგილზე პოლიციის "პიკაპით" მივიდნენ სამოქალაქო და პოლიციის ფორმებში ჩაცმული მამაკაცები, რომლებმაც, როგორც განაცხადეს, "უწესრიგობის აღკვეთის მიზნით", ქალი იძულებით გაარიდეს კამერებს და მის შვილს მანქანაში ჩაუსვეს.

 

პოლიციელებმა დამატებითი კომენტარი არ გააკეთეს და შემთხვევის ადგილი მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც მანქანაში ჩასმული ქალი და მისი შვილი ცენტრიდან დაიძრნენ და გაუჩინარდნენ. მომხდარი ინციდენტი სხვადასხვა არხის ტელეჟურნალისტებმა გადაიღეს.


ლაშა ბერულავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42