სერბი არტისტის მარინა აბრამოვიჩის ფერფორმანსები მუდამ აღფრთოვანებასა და დიიდ ინტერესს იწვევს.
1976 წელს მარინა აბრამოვიჩი და გერმანელი უვე ლაისიპენი ერთმანეთს ამსტერდამში შეხვდნენ და გაცნობის დღიდანვე ერთად დაიწყეს ცხოვრება. 12წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი მათ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა.
ხელოვანებმა ერთამენთთან განშორება სიმბოლურად გადაწყვიტეს. 1988 წელს ჩინეთის დიდიკედლის ორი საწინააღმდეგო მიმართულებიდან წამოვიდნენ და კედლის ცენტრში შეხვდნენერთმანეთს. ერთმანეთს აკოცეს და დაშორდნენ. მას შემდეგ ერთამენთს არ შეხვედრილან.
მარინა ნიუ-ორკში გადასახლდა და დღემდე იქ ცხოვრობს. 2010 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) პერფორმანსი "ხელოვანი აწმყოა“ მოაწყო, რომლის იდეაციმაში მდგომარეობდა, რომ ხელოვანი მუზეუმში შესულ ყველა დამთვალიერებელსრამდენიმე წამს უთმობდა და ყველა მათგანს თვალებში უყურებდა. პერფორმანსი 716 საათს გაგრძელდა, მარინა თვალებში 1700-ზე მეტ ადამიანს ჩახედა. თუმცა ერთ-ერთი მზერა ყველასაგან განსხვავებული და ემოციური აღმოჩნდა: მარინას წინ 22 წლის წინ დაკარგული სიყვარული აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






