ამერიკულ მედია ათწლეულის განშორებაზე აქტიურად ალაპარაკდა. ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების შესახებ ინფორმაცია, ამჯერად ნამდვილად სიმართლეა. ჰოლივუდური წყვილის ქორწინების კოლაფსის მიზეზად ჯოლის ავტორიტარული თვისებები სახელდება.
როგორც ამერიკურლი გამოცემა In Touch-ი აირწმუნება, წყვილი ოფიციალურ განცხადებას თებერვლის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.
„ბრანგელინას“ ურთიერთობაში კრიზისის შესახებ პირველად სწორედ In Touch-მა დაწერა.
„ბრედი განქორწინების შესახებ განცხადების შეტანას აპირებს და ამის შესახებ ანჯელინას უკვე შეატყობინა. ბრედს თავიდან მოსწონდა კიდეც, რომ პასუხისმგებლობას ჯოლი იღებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა“ - წერს გამოცემა.
In Touch-ი გასული წლის ნოემბერში წერდა, რომ სამწუხაროდ "ბრანგელინა" სრულდებოდა და წყვილი განქორწინების შესახებ ოფიციალურ განცხადებას 2015 წლის ბოლოს, თავიანთი ერთობლივი ფილმის By the Sea-ის პრემიერის შემდეგ გააკეთებდა, რომლის რეჟისორის თავად ანჯელინაა, მთავარ როლს კი ბრედთან ერთად ასრულებს. თუმცა, ფილმის პრემიერამ ჩაირა და წყვილს შორის არსებული შესაძლო უთანხმოების შესახებ არცერთს არ უსაუბრია.
„ბრანგელინას“ გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან „ოსკარების“ დაჯილდოებას, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება. საინტერესოა, გამოჩნდებიან თუ არა ერთად და გახდებიან თუ არა კიდევ ერთხელ წითელი ხალიჩის მთავარი წყვილი.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.
თანაცხოვრების პერიოდში წყვილს სამი შვილი გაუჩნდა. ბრედმა ანჯელინას 2 შვილობილი იშვილა, შემდეგ კი ერთად ბიჭიც იშვილეს.









მასალის გამოყენების პირობები






