გათხოვებაზე უარის გამო ჩადენილი სასტიკი შურისძიება
ეს საინტერესოა - 12:30, 02 Feb, 2016     12646
ინდოელი ლაკშმი აგარვალი ერთ ჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა. განსაკუთრებული სილამაზით ბავშვობიდან გამოირჩეოდა. 15 წლის ასაკში კი მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

ლაკშმის მისი კლასელის ძმამ, 32 წლის ნაჰიმ კჰანმა ცოლობა სთხოვა, რაზეც გოგონამ უარი უპასუხა. განრისხებულმა მამაკაცმა შურისძიების მიძზით გოგონას სახეში მჟავა შეასხა.

„რაც პირველად ვიგრძენი, საშინელი სიცივე იყო. შემდეგ კი ვგრძნობდი, თითქოს ჩემი კანი დნებოდა“ - იხსენებს ლაკშმი.

საბედნიეროდ, თვალებზე ხელის აფარება მოასწრო, რითაც დაბრმავებას გადაურჩა.

გოგონამ 10 კვირა საამავდმყოფოში გაატარა. გოგონას ოთხმოცამდე ოპერაცია ჩაუტარდა და საბედნიეროდ გადარჩა, თუმცა ექიმებმა მისი სილამაზის დაბრუნება ვერ მოახერხეს.

8 წლის განმავლობაში გოგონა სახლიდან არ გასულა. ცხოვრების ჩვეულ რიტმს კი ინტერნეტის საშუალებით დაუბრუნდა, სადაც უამრავი მისნაირი ქალი გაიცნო. ინდოეთში ოფიციალურად ყოველწლიურად 1000-მდე შემთხვევა ფიქსირდება.

ლაკშმის ქალთა უფლებების დასაცავად აქტიური ბრძოლა დაიწყო და ყურადღებაც მალევე მიიპყრო. გარშემო შემოიკრიბა ქალები, რომლებიც მის მსგავსად საზარელი შემთხვევის მსხვერპლნი გახდნენ. ლაკშმი საზოგადოებრივ ცხოვრებაში კვლავ ჩაერთო. ტანსაცმლის ცნობილმა ბრენდის Viva N Diva-სგან წინადადებაც კი მიიღო. კომპანიამ შესთავაზა მისი სახე გამხდარიყო.

გარდა ამისა, ლაკშმიც პირადი ცხოვრებაც დაულაგდა. ის ცოლად გაჰყვა ორგანიზაცია „შეწყვიტე მჟავით თავდასხმების“ ერთ-ერთ აქტივისტს ალოკ დიკშიტს. წყვილს გოგონა შეეძინა.

ლაკშმი გახდა მაგალითი ყველა ქალისთვის. 2014 წელს მიშელ ობამამ მამაცი­ ქალების საერთაშორისო ჯილდოთი 10 ქალბატონი დააჯილდოვა, მათ შორის, 24 წლის ლაკშმიც იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42