ხილული სამყაროს ყველაზე კაშკაშა გალაქტიკის ცენტრში არსებულმა გიგანტურმა შავმა ხვრელმა ზრდა დაიწყო, რის გამოც გალაქტიკა ნელ-ნელა იხლიჩება ნაწილებად. გალაქტიკა, რომელიც 12,5 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული დედამიწას, მეცნიერები უწოდებენ W2246-0526. მას ანადგურებს უზარმაზარი შავი ხვრელი და შედეგად ამ პროცესში წარმოშობს გამოსხივებას, რომელიც უზარმაზრ გაზის ღრუბლებს ყველა მიმართულებით ფანტავს. გალაქტიკა W2246-0526 მთელი თავისი აღმატებული ბრწყინვალებით იქნა აღმოჩენილი 2015 წელს ინფრაწითელი ტელესკოპის HACAWISE საშუალებით. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე კაშკაშა გალაქტიკა იშლება. ,,მოძრავი ძალა და ენერგია სინათლის ნაწილაკებისა, რომელიც განთავსებულია გალაქტიკის გარსში, იმედნად მასშტაბურია, რომ ყველა მიმართულებით იფანტება“ - აცხადებს რობერტო ასეფი, სანტიაგოს უნივერსიტეტის პროფესორი.
ეს გალაქტიკა შეიცავს ენერგიის გიგანტურ რაოდენობას. საქმე იმაშია, რომ ზემასიურ შავ ხვრელში, რომელიც განთავსებულია გალაქტიკის ცენტრში, მიზიდულობის ძალა იმდენად დიდია, რომ ის გავლენას ახდენს გარშემო მატერიებზე, მათ შორის გაზზეც. მატერია სრულად არ ინთქმება შავ ხვრელში და მისგან ყალიბდება ე.წ. აკრეციის დისკები - კაშკაშა გაზი და სხვა ნივთიერებები.
სწორედ აკრეციის დისკის გამო კაშკაშებს ასე მკვეთრად გალაქტიკა. მისი ნათება მინიმუმ შეიძლება შევადაროთ 300 ტრილიონი მზის გამოსხივებას. ჯერ რთულია დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, რომ გალაქტიკა გამოიტყორცნება გარეთ თუ მას შთანთქავს მთლიანად შავი ხვრელი. მაგრამ თუ გაზი მოშორდება, ასტრონომები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ დაათვალიერონ აკრეციული დისკი მთელი თავისი სისავსით. ახლა ის დაფარულია უზარმაზარი მტვრის ფარდით.