დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ულამაზესი წყვილი, ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი ერთმანეთს დაშორდენენ. მიზეზად კი მსახიობის დედა სახელდება, რომელთანაც შეიკს უთანხმოება მოუვიდა.
აღნიშნული ინფორმაცია პირველად ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა გაავრცელა.
„მათ შორის ყველაფერი იდეალურად იყო, საცხოვრებლად ერთად გადასვლასაც აპირებდნენ. პრობლემები კი საშობაო არდადეგებზე დაიწყო. წყვილმა დღესასწაული ლოს-ანჯელესში გაატარა, უსიამოვნება კი მაშინ დაიწყო, როდესაც ირინა ბრედლის დედის წვეულებაზე არ წავიდა“ - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
29 წლის სუპერმოდელი ირინა შეიკი და 42 წლის ჰოლივუდის მსახიობი ბრდლი კუპერი თითქმის ერთი წელია ერთად არიან. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ნიშნობასაც აპირებდა. ურთიერთობის დასრულებაზე კომენტარი ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ გაუკეთებია.







მასალის გამოყენების პირობები






