NATO-მ რუსული აგრესიის საპასუხო ოპერაციების დაგეგმვა დაიწყო
პოზიცია - 14:56, 01 Feb, 2016     3266
NATO რეალურად ემზადება რუსული აგრესიის მოგერიებისთვის. NATO -ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან, რათა განსაზღვრონ ახალი ოპერატიული ოპერაციები, რუსული აგრესიის შემთხვევაში მისი მოგერიების მიზნით. ამის შესახებ წერს Deutsche Welle. კერძოდ, მინისტრები გეგმავენ რეაქციის მოდელირებას NATO -ზე აღმოსავლეთიდან თავდასხმის შემთხვევაში.

გამოცემა NATO -ს პრესმდივნის ციტირებასაც ახდენს: ,,თავდაცვის მინისტრები შეიმუშავებენ კრიზისულ მენეჯმენტს. სიმულაციის დროს თავდაცვის მინისტრებმა დროის დეფიციტის პირობებში, უნდა გადაწყვიტონ NATO -ს რეაგირება, მათ შორის სახმელეთო ძალების განლაგების ნაწილშიც“ - განაცხადა Deutsche Welle საუბარში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ ღონისძიებას იმის გამო, რომ თავდაცვის მინისტრები დიდ ნაწილს დაუთმობენ ნატო-ს რეაგირებას ჰიბრიდული საომარი სცენარების განხორციელების შემთხვევაში. დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო განხორციელებული რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის დროს.

აღსანიშნავია, რომ სიმულაციის მიმდინარეობისას, რუსეთი არ იქნება მოხსენიებული როგორც აგრესორი, თუმცა ჰიბრიდული ომების მთავარი მწარმოებელი, ყველასათვის გასაგებია, რომ არის რუსეთი. სიმულაცია ჩატარდება 11 თებერვალს NATO -ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ბოლოს. ასეთი გადაწყვეტილება NATO -ში იქნა მიღებული იმის გამო, რომ ბევრი წევრი ქვეყნების მხრიდან, იყო სურვილი რეალობასთან მიახლოებულ პირობებში ენახათ NATO -ს საპასუხო რეაქციების მექანიზმის მუშაობა აგრესიის პირობებში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიმულაციები, 2015 წელს უკვე ორჯერ ჩატარდა გასაიდუმლოებულ პირობებში. მათ შორის გაზეთი აღნიშნავს, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციის შესახებ. თურქეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ ის არ შეეგუება რუსეთის მხრიდან საჰაერო სივრცის დარღვევას: ,,მე მინდა გავაფრთხილო რუსეთი, მისი პოზიცია სირიის ზომიერი ოპოზიციის მიმართ არის მცდარი. რუსეთის გარძელებს ჩვენი საზღვრების დარღვევას. ის ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას. ეს მოქმედებები საბოლოო ჯამში არ იქნება რუსეთის სასარგებლოდ. ის მეტწილად საზიანო იქნება. თანამედროვე მსოფლიოში შეუძლებელია რამე დაფარო. არის საზღვრების დარღვევა? - ის ფიქსირდება, და თუ არ ხდება საზღვრების დარღვევა, მისი დაბრალება შეუძლებელია. მართალია საჰაერო სივრცე რუსეთმა ელვისებური სისწრაფით დაარღვია, მაგრამ ის იქნა დაფიქსირებული NATO -ს რადარების მიერ. ჩვენ არ ვქმნით დაძაბულობას, პირიქით ჩვენ მოუწოდებთ რუსეთს დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები. რუსეთის ყველა მოქმედება მიანიშნებს მის არაკეთილმოსურნე განზრახვებზე“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42