„მაგათ რა იციან პირველი ღამე გვქონდა თუ მეასე?“ - თიკა მახალდიანის ქმარი საძინებლის ფოტოზე საუბრობს
ეს საინტერესოა - 13:42, 01 Feb, 2016     19184

მომღერალმა თიკა მახალდიანმა, ქორწილის შემდეგ იმდენჯერ მიიქცია მედიისა და ზოგადად ხალხის ყურადღება, რომ სოციალური ქსელის ლიდერიც კი გახდა. ამის მიზეზი კი ქორწილის შემდეგ, საძინებელში გადაღებული ფოტოს გამოქვეყნება იყო, რომელიც თიკას მეუღლემ ფეისბუკში ატვირთა. ამ თემას გამოეხმაურა თიკაც და მასთან ერთად სხვა ბევრი ადამიანი. გაზეთ „პრაიმ ტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში თიკამ და მისმა მეუღლემ ქორწინების შესახებ და ასევე ამ კონკრეტული თემის შესახებაც ისაუბრეს.

- რამდენი წლის არის თემო?

- 35-ის.

- შენამდე ჰყავდა ოჯახი?

- კი ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა... შვილი ჰყავს 16 წლის, ლაშა... მე და ლაშა თითქმის ტოლები ვართ, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ლაშა არდადეგებზე ხშირად არის მამასთან იტალიაში.

- ერთად ცხოვრობთ უკვე, უბრალოდ, ქორწილი გადაიხადეთ გვიან. ასეა?

თემო: ერთად ცხოვრება მაშინ დავიწყეთ თიკა რომ იტალიაში ჩამოვიდა. მანამდეც ერთად ვცხოვრობდით, უბრალოდ, სხვადასხვა საძინებლებში ვიძინებდით.

- თემო, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ფოტოებს, რომელიც შენს „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნე. რატომ გადაწყვიტე ქორწილის პირველი რამის ფოტოების ატვირთვა?

თემო: ეს ფოტო ჩემი ძმაკაცებისთვის დავდე, რომლებიც მთელი ქორწილის განმავლობაში მეუბნებოდნენ დალიეო. მერე მემუქრებოდნენ ამაღამ არ დაგაძინებთო. სასტუმროში რომ შევდიოდით, პერსონალი გავაფრთხილე კიდეც, არავინ შემოუშვათ-მეთქი. სტამბოლი მოვნიშნე, ვითმ იქ წავედით და ბიჭებს მივუწერე, ვინც არ ჩამოვიდეს... ახლა მოვეშვი და ერთი ჭიქა დავლიოთ-მეთქი.

თიკა: საშინელებებს წერდნენ, ისეთი ცუდი იყო, ძმაკაცებს პატიჟებსო... მიწასთან გაგვასწორეს, ვითომ არავის გადაუღია მსგავსი ფოტოები. ხალხი შიშვლდება და ისე იღებს ფოტოებს, და რა გაუკვირდა ამ ხალხს მართლა ვერ გავიგე.

როგორ გგონიათ, რამ გამოიწვია ხალხის გაღიზიანება?

- არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები, პირველი ღამის ფოტოებიო, წერდნენ. რა იციან მაგათ პირველი ღამე გვქონდა თუ მეასე?


წყარო „პრაიმ ტაიმი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42