1884 წელს მადს ალბერტ სორენსობაზე ქორწინების შემდეგ, წყვილის კუთვნილი მაღაზიდა და სახლი ვიღაცამ გადაწვა. მათ სადაზღვევო კომპანიას ზარალის ანაზღაურება მოსთხოვეს. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ კი ბელლეს ქმარი მოულოდნელად გარდაიცვალა. მალევე გარდაიცვალა ბელას ორი მცირეწლოვანი შვილი. ბავშვები მას შემდეგ მოიწამლნენ, რაც სადაზღვევოს ანაზღაურება მიიღეს.
ბელა მეორედ გათხოვდა და ერთი შვილი გაუჩნდა, თუმცა მისმა მეორე ოჯახმაც პირველის მსგავსად შემზარავი ბედი გაიზიარა.
მომდევნო ქმრები ბელამ გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებით იშოვა და ყველა მათგანი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
ყველაფერი საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა მასზე შეყვარებული ეჭვიანი თანამშრომელი რეი ლამფერი. ეჭვიანმა მამაკაცმა, მას ფერმა გადაუწვა.
ადგილზე მისულ მეხანძრეებს, შემზარავი სურათი დახვდათ. ფერმის ნანგრევეში 4 ჩონჩხი აღმოაჩინეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ 3 მათგანი ბელაას ყოფილი ქმრების შვილები იყვნენ, მეოთხე ჩონჩხის იდენტიფიცირება, რომელსაც თავი არ ჰქონდა, ვერ მოხერხდა.
თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. ფერმის ეზოში საფლავები აღმოაჩინეს. საბოლოოდ, გამომძიებლებმა ეზოში 40 მამაკაცისა და ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.
ერთ-ერთი ყველაზე საშიშ ქალს ათობით დანაშაულზე პასუხი არ უგია. 1900 წლის დასაწყისში, როდესაც მის ფერმაში ხანძარი გაჩნდა, ჰენესი და მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა გაქრა. ჰენესი მას შემდეგ არავის უნახავს.
მასალის გამოყენების პირობები






