ნიგერიაში, სოფელ დალორიში თავდასხმის შედეგად მინიმუმ 65 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, უცნობი პირები სოფელ დალორიში იარაღით შეიჭრნენ, მათ ასაფეთქებელი მოწყობილობაც გაააქტიურეს. თავდასხმის შედეგად სოფელი თითქმისმთლიანად განადგურდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ აფეთქება „ბოკო ჰარამის“ მიერ არის ორგანიზებული, რომელმაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ტერაქტი უკვე მოაწყო. ამ ტერაქტების შედეგად ბოლო სამ თვეში 800 ნიგერიელზე მეტი დაიღუპა.
გასული წლის მარტში, დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფოს" ერთგულებაზე დაიფიცა. აღსანიშნავია, რომ "ბოკო ჰარამის" ტერორისტები თავდასხმებს ნიგერიის, ჩადისა და ნიგერის ტერიტორიაზე ახორციელებენ. ისლამისტები ცდილობენ აღნიშნულ სახელმწიფოთა ტერიტორიების ხარჯზე საკუთარი სახელმწიფო ჩამოაყალიბონ.
მასალის გამოყენების პირობები






