ლეონარდო დიკაპრიოს დაჯილდოება კვლავ გრძელდება.
ლოს ანჯელესში კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოვება გაიმართა. მსახიობთა შეფასებით, წლის საუკეთესო მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ფილმ „რევენანტში“ შესრულებული როლისთვის გახდა.
დიკაპრიომ კინომსახიობთა გილდიის ჯილდო წელს პირველად მიიღო, თუმცა პრემიაზე უკვე მეცხრედ იყო წარდგენილი.
აღსანიშნავია, რომ „რევენანტში“ შესრულებული როლისთვის ლეონარდო დიკაპრიომ უკვე მოიპოვა „ოქროს გლობუსი" და ოსკარის ნომინაციაც დაიმსახურა.
The Reverant-ში შესრულებული როლისთვის ლეონარდომ ოქროს გლობუსი მიიღო, კინოკრიტიკოსების ჯილდო Critics' Choice- იც დამისახურა და წინ წლის საუკეთესო მსახიობი გახდა. გარდა ამისა ოსკარის ნომიმანტადაც დასახელდა.
მსახიობებმა, წლის საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ბრი ლარსონი დაასახელეს, ფილმისთვის Room.


მასალის გამოყენების პირობები






