ყაზახეთში პრორუსი ბიზნესმენებისა და აქტივისტების მასობრივი დაკავება დაიწყო
მსოფლიო - 23:44, 31 Jan, 2016     2513
შაბათს ყაზახეთის პოლიციამ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო, რის შედეგადაც დაკავებულია ბიზნესმენები და საზოგადოებრივი აქტივისტები, რომლებიც გამოირჩევიან ახლო კონტაქტებით რუსეთთან. ბიზნესმენი ტოხტარ ტულეშოვი ცნობილია ყაზახეთში, როგორც ერთ-ერთი მსხვილი ლუდის ქარხნების ქსელის მფლობელი. ის იმ ოთხ დაკავებულთა შორისაა, რომლებიც სპეცოპერაციის ფარგლებში იქნენ დაკავებული ქალაქ შიმკენტში. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული საზოგადოებრივი აქტივისტებისა და ბიზნესმენების სახლებში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთები. ისეთ ბიზნესაქტივებზე დამატებით, როგორებიც არის ჯიშიანი ცხენები და ძვირფასი საათები, ტულეშოვი ხელმძღვანელობდა რუსული ორგანიზაცია ,,ტერიროსტული საფრთხეების ანალიზის“ ყაზახეთის ფილიალს. ორგანიზაციის ვებგვერდი ძირითადად დაკავებული იყო პროპაგანდისტული საქმიანობით და აქვეყნებდა დასაველთის საწინააღმდეგო პრორუსულ სტატიებს.

ერთ-ერთი გახმაურებული მასალა, რომელიც პრორუსული ანალიტიკური ვებგვერდების მიერ ვრცლდებოდა ყაზახეთში არის დაახლოებით შემდეგი ხასიათის, რომ ,,ისალამური სახელმწიფოს“ მებრძოლები უკრაინაში აგზავნიან დამხმარე შეიარაღებულ ძალებს უკრაინელი ნაციონალისტების მხარდასაჭერად.

დაკავებული ბიზნესმენი ასევე იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის მრჩეველი ეკონომიკური თანამშრომლობის, რეგიონული და არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხებში. მისი დაკავება განხორციელდა მალევე ასტანაში პრორუსულად განწყობილი აქტივისტების დაკავების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ პრორუს აქტივისტებთან ერთად დაკავებულები არიან ყაზახი ,,ნაციონალისტების“ სახელით მოქმედი ორგანიზაციების აქტივისტები, რომელთა ნაციონალისტური საქმიანობა და გზავნილები ყაზახი ხალხისადმი წარმოაგდენდა რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებელი კურსის მხარდაჭერას ყაზახეთში.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთიდან რუსეთში განხორციელდა მასობრივი ემიგრაცია რუსულენოვანი მოსახლეობის, რუსები ყაზახეთში მაინც წარმოადგენენ თავისი რაოდენობით მეორე ეთნიკურ ჯგუფს. რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და განსაკუთებით ყაზახეთში, მიჩენულია, როგორც განგაშის სიგნალი. ბიზნესმენებისა და რუსეთის მხარდამჭერი აქტივისტების დაპატიმრებამ შესაძლოა გამოიწვიოს ურთიერთობის გაფუჭება რუსეთთან, თუმცა ყაზახეთის ხელისუფლებამ, მიუხედავად მოსალოდნელი გართულებებისა ურთიერთობებში, რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42