გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროა" უკვე მესამე წელია სხვადასხვა სოციალურ აქტივობებს მოხალისეობრივად ახორციელებს, „დროა“ ქალაქ გორში, საინიციატივო ჯგუფის მიერ, 2012 წელს დაფუძნდა და მისი ღირებულებებიდან გამომდინარე, მოხალისეობრივ საწყისებზე ახორციელებს კრეატიულ კამპანიებს, დისკუსიებს, საჯარო გამოსვლებს, კულტურულ და გარემოს დაცვით ღონისძიებებს, ხელს უწყობს ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებას, სხვადასხვა ტრენინგ-პროგრამითა და არაფორმალური განათლების გზით.
ორგანიზაციის დასახელება „დროა“ არის მისი სლოგანის აბრევიატურა: დაიწყე რეალური ორგანიზებული აქტივობა. თითოეულ წევრს გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა და მიაჩნია, რომ სწორედ ახალგაზრდების მიერ განხორციელებული რეალური და ორგანიზებული აქტივობების დროა.
"გორი-სუფთა და უსაფრთხო ქალაქი", "დროა"-ს კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ქალაქის სისუფთავის დაცვასა და საგზაო უსაფრთხოებას ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები






