და აი, ისიც გამოჩნდა, გადაახტა კოშკის ირგვლივ არსებულ თხრილს, ადის კოშკში, კლავს დრაკონს, შემოისვამს პრინცესას ცხენზე და ბედნიერი წყვილი ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ფონზე გაუჩინარდებიან.
ამ ზღაპარში პრინცესა არ ამბობს - "არ მომკიდო ხელი, არ გინდა, ცხენზე მე თავად შევჯდები"...
არც პრინცი ეუბნება ქალიშვილს - "წამოდი გოგონი, ჩემთან ავიდეთ და გავერთოთ"...
ამ სტატიაში არაფერია ნოსტალგიური, უბრალოდ ის ხაზს უსვამს ძველი დროის ურთიერთობების ტრანსფორმაციას თანამედროვეობაში.
ხშირად ისმის კითხვა - "მართლა გაქრნენ რაინდები?", რაზედაც არსებობს ათასგვარი პასუხი დაწყებული - "რა თქმა უნდა, ისევ არსებობენ!" და დამთავრებული - "არსებობენ , მაგრამ რეანიმაციაში წვანან!". ერთი ცხადია, რაინდები დღეს სხვა ფორმით არსებობენ.
* * *
რაინდებს წარსულში ძირითადად ორი რამ მოეთხოვებოდათ - ყოფილიყვნენ ჯენტლმენები და გალანტურები. მაგრამ თანამედროვე რაინდები ცუდ დღეში არიან - ქალები ფიქრობენ, რომ შესანიშნავად გაართმევენ თავს ცხოვრებას კაცების გარეშეც. შესაბამისად დღევანდელ რაინდებს უჭირთ გაარკვიონ რა სურთ ქალებს, რას გულისხმობენ ისინი "პრინცესობაში".
არ უნდა დაადანაშაულოთ კაცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალებს სურთ იყვნენ დამოუკიდებლები და ძლიერები. კაცები აწყდებიან ორმაგ სტანდარტს: ერთის მხრივ, ქალებს სურთ, რომ მამაკაცები მათ ფეხქვეშ ეგებოდნენ, რომ პირველი ნაბიჯი მამაკაცმა უნდა გადადგას; ხოლო მეორეს მხრივ, ქადაგებენ, რომ ქალი ძლიერია და მარტოც მშვენივრად იცხოვრებს.
მამაკაცსაც ვერ გაუგია - გაუღოს კარი ქალბატონს და დაუთმოს ადგილი, თუ არა, რადგან პასუხი შესაძლოა ასეთი იყოს - "ამას მე თავადაც შევძლებდი".
ქალები ოცნებობენ, რომ დაბრუნდეს ის დრო, როდესაც მამაკაცი აცმევს თავის რჩეულს პალტო, როგორც ეს ძველ ფილმებშია ნაჩვენები, მაგრამ ამასთან, იმავე ფილმებში, სასტიკად არ მოსწონთ, რომ ქალი ზის სახლში და უვლის ოჯახს და შვილებს.
ქალს მოსწონს, რომ მამაკაცი უღებს ავტომობილის ქარს, მაგრამ ყოველთვის ცდილობს თავად გააკეთოს ეს...
ქალს მოსწონს როდესაც მას რესტორანში პატიჟებ, მაგრამ ცდილობს ან თანაბრად გაიყოთ გადასახდელი თანხა, ან საერთოდაც, თავად გადაიხადოს...
არ ჩათვალოთ, რომ ვარ ძველმოდური რომანტიკის მომხრე, მაგრამ რაინდობა დრომ მართლაც შეცვალა. იყო რაინდი დღეს ნიშნავს - იყო ყურადღებიანი და კეთილი ნებისმიერის მიმართ, დაინტერესებული ხარ შენ მისით თუ არა.
მომზადებულია www.askmen.com-ის მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






