დღესდღეობით ფრენის ყველაზე მოკლე დრო ნიუ-იორკიდან ლონდონამდე 8 საათია. კონკორდი - ფრანგული ავიაციის ლეგენდა ამ დისტანციას 3 საათში ფარავდა. თუმცა მისი ექსპლუატაცია გარკვეული მიზეზების გამო შეწყდა. კომპანია ,,აირბუსმა“ რომელიც ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო უნიკალურ პროექტებს ქმნის, 2015 წლის მიწურულს დააპატენტა ახალი ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც შესწევს უნარი განავითაროს სიჩქარე 4,5-ჯერ უფრო დიდი ვიდრე ეს ბგერითი სიჩქარეა. ანუ დაფაროს ლონდონ-ნიუ-იორკის მონაკვეთი სულ რაღაც ერთ საათში. ასეთი ფანტასტიური სიჩქარის მიღწევისთვის ზებრეგითი ლაინერის კონსტრუქციაში იქნა გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისებურება, მაგალითად - სუპერთვითმფრინავის საწვავად გამოყენებული იქნება წყალბადი, ხოლო ლაინერში გამოყენებულია სამი სხვდასხვა სახეობის ძრავა: ტურბორექტიული, საჰაერორექტიული და სარაკეტო ძრავა.
მასალის გამოყენების პირობები






