გამოცემის ინფორმაციით, ჰაკერები, რომლებმაც მაისის თვეში განახორციელეს ბუნდესტაგის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა, კრემლის დავალებით მოქმედებდნენ. სოწრედ, რომ კვალის ასარევად ავრცელებდა რუსული პროპაგანდა გასულ წელს, კიბერშეტევების პარალელურად, ინფორმაციას, რომ ასეთი ოპერაციების ორგანიზატორი იყო ,,ისლამური სახელმწიფო“.
Deutcshe Welle ხაზს უსვამს, რომ შეტევა ბუნდესტაგსა და გერმანიის სამხედრო მნიშვნელობის საწარმოებზე და აგრეთვე ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე, გასულ წელს ხორციელდებოდა ერთი და იგივე სცენარით.
2016 წლის 15 იანვრიდან, კარლსრუეს პროკურატურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება გერმანიის წინააღმდეგ განხორციელებული ჯაშუშური მოქმედებისთვის.
გასული წლის კიბერშეტევის ფარგლებში, რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახერხეს წვდომა გერმანიის 14 სერვერზე, რომელთა შორის არის ყველაზე მთავარი სერვერი, რომელიც ინახავს მაქსიმალურ ინფორმაციას გერმანიის პარლამენტის სისტემაში წვდომასთან დაკავშირებით.
თუ რა ინფორმაციის მოპარვა მოახერხეს ჰაკერებმა ჯერ-ჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






