„სამწუხაროდ 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის დეკემბრამდე 69 შემთხვევა დაფიქსირსა . რთული წარმოსადგენია, რომ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც გაეროს ეგიდით მუშაობს და მშვიდობის უზრუნველყოფა ევალება ასეთი მძიმე ბრალდებები ისმის. გაერო აკეტებს ყველაფერს რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ. ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ ნებისმმიერი წყაროდან, ადგილობრივი მოსახლეობიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სიმართლის გასარკვევად ყველაფერს გავაკეთებთ“- განაცხადა ბენბურიმ.
მთლიანობაში გაერომ 2014-2015 წლებში სექსუალური ძალადობის 22 შემთხვევა დააფიქსირა, რომელშიც მისი მისიის ჯარისკაცები არიან ბრალდებული. ჯამში კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ 16 მისიაში 69 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, .
გაეროს წარმომადგენლის პრესკონფერენცია დაემთხვა მსგავსი შინაარსის ინფორმაციას, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარიატმა გაავრცელა. როგორც კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხში ზეიდ რაად ალ ჰუსეინი შეშფოთებულია იმ ბრალდებების გამო, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვან გოგონებზე ევროკავშირის მისიაში მონაწილე, უცხო ქვეყნის სამხედრო პირების, მათ შორის ქართველი ჯარისკაცების მიერ არასრულწლოვანებზე სექსუალურ ძალადობას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები






