ამ ისტორიას კი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ.
მარსიკი ეზოს კატაა, რომელიც ერთ დღესაც გაუჩინარდა და მას ვერავინ მიაგნო.
ერთი კვირის შემდეგ კი მოსახლეობა საზარელი სურათის მომსწრენი გახდნენ. მარსიკი ეზოსთან ახლოს, ჩიხში იპოვეს და მაშინვე ვეტერინართან გააქანეს.
როგორც აღმოჩნდა, კატას მანქანა დაეჯახა და იმდენად დაშავდა, გადაადგილება ვერ შეეძლო. მაგრამ მთავარი პრობლემა ის შემზარავი მდგომარეობა იყო, რომელშიც მარსიკი იმყოფებოდა. კატა ნაწამები იყო. არ ჰქონდა ერთი თვალი, თავზე, მუცელზე, ფეხებზე ატყავებული ჰქონდა კანი. გარდა ამისა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ექიმებმა კატის გამოჯანმრთელების ყველა ვერსია გამორიცხეს და ევთანზია გადაწყვიტეს. თუმცა, მოსახლეობის თხოვნის შემდეგ, რამდენიმე დღე მის მოვლაზე შეთანხმდნენ. ყველასგან გასაოცრად, კატამ გამოჯანმრთელება დაიწყო და ორ კვირაში ისეთივე აქტიური გახდა, როგორიც უბედურ შემთხვევამდე იყო. დღეს მარსიკი ერთ-ერთ ვეტერინართან ცხოვრობს. მართალია, თბილ სახლშია, სადაც საკვები და სითბო არ აკლია, თუმცა ადამიანის კვალი მას მთელი ცხოვრება გაჰყვება.







მასალის გამოყენების პირობები






