დედა, რომელსაც სექსუალურობის დაკარგვის არ ეშინია - მისმა ფოტოებმა ინტერნეტი ააფეთქა
ეს საინტერესოა - 20:53, 29 Jan, 2016     32273
32 წლის ავსტრალიელი მხატვრისა და ბლოგერის, ორი შვილის დედის კონსტანს ჰოლის გულწრფელმა აღიარებამ სრულიად ინტერნეტსივრცე მოიცვა.

„შენ, ვინც პარკში დგახარ ტელეფონში თავჩარგული და შვილს ყურადღებას არ აქცევ, მოგესალმები. შენ, ვინც მეგობრებთან ერთად მიდიხარ კაფეში , სახლში კი ჭურჭლით სავსე ნიჟარა გაქვს დატოვებული, შენც მოგესალმები.

იყო კარგი დედა, მეუღლე, არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება სამზარეულოში გაატარო.

შენ, ვინც ახლა ექიმის ოთახში დგახარ და ელოდები, როდის გამოგიწერს ანტიდეპრესანტებს , მოგესალმები. ეს ნიშნავს, იმას რომ, არ ნებდები! მშობიარობის შემდეგ დეპრესიას - ამ საშინელებას ან შენ მოერევი, ან თვითონ მოგერევა, მაგრამ შენ ისეთი ძლიერი ხარ, ყველაფერს შეძლებ" - წერდა ჰოლი.

მის გულწრფელ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამდენიმე წუთში მისმა ფოტოებმა ფეისბუკი და თვითერი მოიცვა. შედეგად გადაწყვიტა, რომ მშობიარობის შემდგომ დეპრესიასა და ზოგადად ქალის ჩვეულებრივ ცხოვრებაზე პოსტები ხშირად გამოექვეყნებინა.

"სულაც არ მრცხვენია იმის, რომ ჩემი სხეული მშობიარობის შემდეგ მოშვებულია, მუცელზე სტრიები მაქვს ან ისეთივე მკვრივი და მიმზიდველი არ არის, როგორც ჩემი მეზობლის. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ მსგავს სისულელეებზე ვიდარდოთ. მთავარია, ჩვენი შვილები და საყვარელი ადამიანები ჯანმრთელები გვყავდეს და თუ მათ თმები დაუვარცხნელი ექნებათ, არც ეგ არის პრობლემა" - წერს ბლოგერი.

ბლოგერმა ქალებს კომპლექსებისგან გათავისუფლებისა და ცხოვრებით დატკბობისკენ მოუწოდა და ერთგვარი ვირუსული აქცია დაიწყო სახელწოდებით #likeaqueen. კონსტანსმა ქალებს სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გულწრფელი ფოტოების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა, რომელზეც ისინი საცვლების ამარა იქნებოდნენ. წინადადებას დიდი გამოხმაურებ მოჰყვა. თვითერსა და ფეისბუკზე უკვე გამოჩნდა დედების ფოტოები წარწერით #likeaqueen.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42