მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიების დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რუსეთს იძულებულს ხდის სასამართლოსთან ურთიერთობას გადახედოს.
ზახაროვას თქმით, რუსეთი იმედგაცრუებულია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც პროკურორ ფატუ ბენსუდას ნება დართეს დაიწყოს გამოძიება ოსი და რუსი სამხედროების წინააღმდეგ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლოს წინასწარი განხილვის პალატამ უფლებამოსილება მიანიჭა პროკურორ ფატუ ბენსუდას, რათა დაიწყოს გამოძიება შესაძლო კრიმინალურ დანაშაულებებზე, რომელიც ჩადენილ იქნა სამხერეთ ოსეთის რეგიონში, 2008 წლის 1 ივლისიდან, 10 ოქტომბრამდე.
ამ მოთხოვნით პროკურორმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა, რომის სტატუსის 15'' პარაგრაფის თანახმად. 2015 წლის 4 დეკემბერს სასამართლოს წინასწარი განხილვის პალატამ 6,335 დაზარალებულის წერილობითი წარდგინება, 2008 წელს საქართველოს აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე მოვლენების თაობაზე.
მათი განხილვის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი განხილვის პალატამ გადაწყვიტა, რომ არსებობს ყველა საფუძველი, რომ გამოძიება დაიწყოს, რასაც თავად სასამართლო კონტროლს გაუწევს.
მასალის გამოყენების პირობები






