მრავალი კვლევებისა და დასკვნების შედეგად, ევროპის ქვეყნებში მისი გამოყენება აიკრძალა. ლაზერის თვალებში მინათება ხშირათ მხედველობის პრობლემებთანიყო დაკავშირებული.
ე.წ. ლაზერის სათამაშოებიც დახლებიდან გაქრა, თუმცა მალევე დაბრუნდა, ამჯერად სხვა სახით.
ბევრს საუბრობენ, სათამაშოების წარმობისას სტანდარტების დარღვევების შესახებ. სწორედ, დარღვეული სტანდარტების გამო ჯანმრთელობისთის საშიში ლაზერები სათამაშოებშია ჩამონტაჟებული. ნათელი და მკვეთრი ფერები კი ბუნებრივია ყველა ბავშვს იზიდავს.
8 წლის ნიკის ისტორია სწორედ ლაზერებთან არის დაკავშირებული. ბიჭი ხშირად ერთობოდა მისი სათამაშო რობოტით, რომელიც თვალებიდან ლაზერულ სხივებს უშვებდა. შედეგად კი მხედველობის 75 % დაკარგა.
„დროთა განმავლობაში, ვხედავით ბავშვს თვალები უწითლდებოდა. ჩავთვალეთ, რომ კომპიუტერის ხშირი თამაშის გამო იყო. ერთ დღესაც მისმა ტირილმა გაგვაღვიძა - მიშველეთ, თვალები მეწვისო. საავადმყოფოში წავიყვანეთ. გამოიკვლიეს და ყველაფერი მისი სათამაშოს ბრალი აღმოჩნდა“ - იხსენებს ბიჭის დედა.
ნიკისთვის მხედველობის აღდგენა მიკროქირურგიული ჩარევით გახდა შესაძლებელი.
„მინდა ყველა მშობელს მივმართო, ძალიან ფრთხილად იყვნენ, როდესაც შვილისთის სათამაშოს ყიდვას გადაწყვეტენ. ეს შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს“ - ამბობს ბიჭის დედა.

მასალის გამოყენების პირობები






