დავით ზილფამიანი ლუბა ელიაშვილს მიმართავს
საზოგადოება - 16:53, 27 Mar, 2013     733


"ქალბატონო ლუბა, როგორც ცნობილია, ჩემმა კომპანიამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო TV 9 - ის სამაუწყებლო სიგნალის ღია გავრცელება, რაც წინა ხელისუფლების, მათ შორის ბეჟუაშვილის, მიერ ჩვენი დარბევისა და ყველაფრის წართმევის მიზეზი გახდა. მიუხედავად ამისა, ეს მაუწყებლობა დღემდე "კბილებით" მოვიტანეთ.

რამდენიმე დღის წინ თქვენ ხელშეკრულება დადეთ ბეჟუაშვილის თვითმარქვია გუნდთან "პირველ სტერეოში". თქვენ რამოდენიმეჯერ მითხარით (მათ შორის პრესითაც), რომ "აღარ გჭირდებათ ღია ეთერით მაუწყებლობა, რადგან ეს არავითარ რეიტინგს არ გაძლევთ." ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, მითუმეტეს, რომ თქვენი დაჟინებული პოზიციის გამო ჩვენს მიერ სამაუწყებლო მომსახურების შეწყვეტიდან 2 კვირაში, თქვენ ფარულად სეპარატული გარიგება დადეთ ბეჟუაშვილის ჯგუფთან ახლა უკვე "პირველი სტერეოს" მიერ თქვენთვის სამაუწყებლო მომსახურების გაწევაზე, რაც ეწინააღმდეგება თქვენივე ნათქვამს.!?

მეორე მიზეზი, რითაც თქვენ სცადეთ, ახსნა მიგეცათ ამ ქმედებისთვის, არის ის, თითქოს ბეჟუაშვილი თქვენ ამას უფრო იაფად გიკეთებთ, რაც თავისთავად მცდარია, იმ მიზეზით, რომ, როგორც ცნობილია "პირველი სტერეო" საკუთრების გარდა, ჩემი, როგორც დირექტორის, ქვემდებარე ორგანიზაციას წარმოადგენს, რაც ცხადყო სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ და რა ფასად "გადმოგიგდებთ" ბეჟუაშვილი ამ კომპანიით მომსახურებას, მას ეს არ ანაღვლებს და უფრო მეტიც, იგი აქეთ გადაგიხდით ფულს იმისთვის, რომ "შემოძვრომის" საშუალება მიგეცათ. ამას გარდა, მე თქვენთვის მომსახურების ტარიფი არ გამიძვირებია და ის იგივეა, რაც იყო ბოლო ათი წლის განმავლობაში, როგორც თქვენი, ასევე ყველა სხვა ტელევიზიისთვის.
შესაბამისად, რჩება კიდევ 2 მიზეზი თქვენი ქმედების ასახსნელად:

ერთი შესაძლოა, იყოს ის, რომ ეს გააკეთეთ ვინმეს კარნახით და ძალიან დავალებული ვიქნები, თუ განაცხადებთ ამ პიროვნებას. და მეორე, რაც ძნელად დასაჯერებელია, რომ ეს "რამოდენიმე ვერცხლად" ღალატია.

თუ ბუნებაში არსებობს რაიმე სხვა მეხუთე მიზეზი, მოხარული ვიქნები ამის გაგებისა.

ქალბატონო ლუბა, ჯერ კიდევ თქვენს დირექტორობამდე "სტერეო+" და TV 9 ერთად ვიბრძოდით საერთო იდეალებისათვის და ჩემთვის სულერთი არ არის TV 9 ის რეიტინგისა და იმიჯის ასეთი დაცემა. მე თქვენ ძალიან გაფასებთ, როგორც გამოცდილ ჟურნალისტს, მაგრამ მედიამენეჯმენტისთვის ეს საკმარისი არ არის. ხელმოწერილია- პროფ. დავით ზილფიმიანი", - ნათქვამია წერილში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42