გაეცით პოზიტივი
„გმადლობთ, რომ არსებობ," "არაჩვეულებრივად გამოიყურები" - ეს და სხვა მსგავსი წინადადებები აუცილებლად დაგიბრუნდებათ სხვადასხვა პოზიტივის სახით. დაფასება, კომპლიმენტი, შექება და სიყვარულისა თუ მადლიერების გამოხატვა არასოდესაა ცალმხრივი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერს, რასაც გავცემთ, უკან გვიბრუნდება.
გაუკეთეთ სიკეთე ადამიანებს, რომლებსაც არც კი იცნობთ
მაგალითად, მეორე მანქანას გასაჩერებელი ადგილი დაუთმეთ ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში თქვენს ადგილას ფეხზე მდგომი მგზავრი დასვით. ასე თავადაც უკეთ იგრძნობთ თავს და სხვის განწყობასაც გააუმჯობესებთ. სწორედ ასეთი დეტალებით გროვდება დიდი პოზიტივი.
ირწმუნეთ საკუთარი თავის
თუ იცით, რომ უბოროტო და კარგი ადამიანი ხართ, არ მიაქციოთ ყურადღება იმას, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფები. უსმინეთ მხოლოდ საკუთარ გულსა და ფიქრებს .
არასოდს ინანოთ წარსულში არსებული შანსის გაშვება
თუ თქვენ ოდესღაც ვერ ჩააბარეთ გამოცდა პრესტიჟულ უნივერსიტეტში ან ხვდებოდით ადამიანს, რომელმაც თქვენს მეგობარში გაგცვალათ. ამ ყველაფერმა ჩაიარა, რისთვისღა უნდა გაიხსენოთ ან იტიროთ იმის გამო, რაც წარსულში მოხდა?ესეიგი ასეთია თქვენი ბედი და არ დაგავიწყდეთ, რომ საბოლოოდ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე.
უნდა შეგეძლოთ სიცილი საკუთარ თავზე
ზოგიერთი ადამიანი იმის გამოა უბედური რომ მასზე იცინიან სხვები.თვით ირონია კი არის ნიშანი სულის სიძლიერისა. უნდა შეგეძლოთ თქვენი ნაკლის აღიარება და მის მიმართ ირონიით უნდა განეწყოთ.დავუშვათ სილამაზის სალონში გაგიფუჭეს ვარცხნილობა, იმის მაგივრად რომ დაკომპლექსდეთ გაიღიმეთ და თქვით: "მე დღეს ექსტრემალური ვარცხნილობა მაქვს"
მოეფერეთ შინაურ ცხოველებს
თუ სახლში ძაღლი ან კატა არ გყავთ, წადით თავშესაფარში და უპატრონო ცხოველებს მოეფერეთ. ცხოველებთან მეგობრობა ერთგვარი დამამშვიდებელი თერაპიაა და მას ხშირად უნდა მიმართოთ.
იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით
იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით: გამორიცხეთ ალჰოკოლი და თამბაქო, დაკავდით ფიტნესით, გამუდმებით აკონტროლეთ საკუთარი შეგრძნებები. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ბუნებაში, ეს დაგეხმარებათ ენერგიით დამუხტვაში. მზის სხივები, სუფთა ჰაერი, ნაზი და გრილი ნიავი დადებითად მოქმედებს ადამიანების აღქმაზე და ემოციურ შეგრძნებებს აუმჯობესებს.
დაიცავით ფერების წესები
დაიცავით ფერების წესები. თქვენს გარემოში გაავრცელეთ ყვითელი ფერი - ის აგიმაღლებთ განწყობას. მწვანე ფერი ამშვიდებს, იისფერი კი ენერგიით მუხტავს. ტანსაცმელიც ღია, ნათელი ფერების ატარეთ.
შეიყვარეთ რასაც აკეთებთ – თუნდაც ძალიან უსიამოვნო იყოს ის საქმე, რასაც აკეთებთ, ეცადეთ იპოვოთ მასშიც დადებითი და გააკეთოთ სიყვარულით, ღიმილით და ხალისით. ეს დაგეხმარებათ თქვენთვის არც ისე მოსაწონი საქმის კეთებაში. გქონდეთ იმედი, რომ მომავალში იპოვით თქვენთვის სასურველ სამსახურს.
გაიხსენეთ თქვენი მიღწევები
თუნდაც ბევრი მიღწევა არ გქონდეთ და თავს არარეალიზებულად თვლიდეთ, მაინც არსებობს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც საკმაო ძალისხმევა დასჭირდა; მაინც არსებობს ის ბნელი პერიოდები, რომლებიც გადალახეთ. ამ ყველაფრის გახსენება კი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ყველანაირი დაბრკოლების დაძლევა და კარგად ყოფნა შეგიძლიათ. მთავარია, ეს გულით გსურდეთ.
მასალის გამოყენების პირობები






