ბრაზილიაში ზიკას ვირუსი მძვინვარებს.
იურისტთა და აკადემიური პერსონალის ნაწილი უზენაეს სასამართლოს აბორტის ლეგალიზების თხოვნით მიმართავს, იმ ქალებისთვის, რომელბიც ვირუსით არიან ინფიცირებულნი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსი ორსულ ქალებში მიკროცეფალიის შემთხვევებს იწვევს, რაც ნაყოფის განუვითარებელ ტვინს იწვევს.
ბრაზილიაში აბორტი კანონით აკრძალულია. გამონაკლისია შემთვევები, თუკი ქალი გაუპატიურების შედეგად დაორსულდა ან მის ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე.
ამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ვირუსი ზიკათი დაავადებული ადამიანების რაოდენობა იზრდება. ბრაზილიაში ამ დროისთვის მილიონ ნახევარი შემთხვევაა გამოვლენილი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია ქვეყნის ჩრდილოეთში, სადაც ვირუსის გამო 4 ათასი ახალშობილი მოკროცეფალიითაა დაავადებული.
აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხეა აშშ-შიც, სადაც დაავადების ორი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. გამოვლინდა ასევე ევროპაშიც - თითო-თითო შემთხვევა დანიასა და შვეიცარიაში დაფიქსირდა.
ვირუსი აფრიკიდან და აზიიდან სამხრეთ ამერიკაში 2015 წელს გავრცელდა.
მედიკოსების განცხადებით, ზიკა ახალ ვირუსად ითვლება, ამიტომაც მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. ვირუსის პირველადი სიმპტომები ცხელება და კანზეგამონაყარია.
ბრაზილიელი სპეციალისტების განცხადებით, დადგინდა, რომ ვირუსი ახალშობილებში მიკროცეფალიის განვითარებისას ფიქსირდება. ვირუსი აღმოჩენილი იქნა ნაყოფის ამნიონურ სითხეში, ასევე იმ ბავშვების კანის ქსოვილში, რომლებიც დაბადებისთანავე გარდაიცვალნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის ბავშვის სხეულში შეღწევა ინფიცირებული დედის სხეულიდან შეუძლია, რაც გავლენას ახდენს ნაყოფის ნერვულ უჯრედებზე, აფერხებს ტვინის უჯრედების განვითარებასა და მნიშვნელოვნად ამცირებს ტვინის ზომას.
თუმცა, ჯერჯერობით, ვირუსის განვითარებასა და მიკროცეფალიას შორის პირდაპირი კავშირი ოფიციალურად დადგენილი არ არის.
მიკროცეფალია - თავის ტვინისა და ქალას ტვინოვანი ნაწილის სიმცირეა. იშვიათ შემთხვევებში თან ახლავს გონებრივი ჩამორჩენილობა
მასალის გამოყენების პირობები






