კაილი და მონიკა და მათი გოგონა ვანკუვერში ცხოვობენ. ერთხელაც, წყვილი სელიას ტირილმა გაააღვიძა.
დედა მაშინვე სელიას ოთახისკენ წავიდა, თუმცა სანამ შვილის ოთახამდე მიაღწევდა, გონება დაკარგა და ჰოლში დაეცა და ფეხზე ადგომა ვეღარ შეძლო. ხმაურზე ოთახიდან კაილიც გამოვიდა. როგორც იხსენებს, თავი მანაც ცუდად იგრძნო. თუმცა, ძალა მოიკრიბა, ცოლი წამოაყენა , გოგონა ოთახიდან გამოიყვანა და გასასვლელისკენ წავიდნენ.
„ვგრძნობდი, რომ ცუდად ვიყავი. ერთადერთი რაზეც ვფიქრობიდ, ჩემი ოჯახის გარეთ გაყვანა იყო. მშობლებთან დავრეკე და ვუთხარი, რომ დახმარება გვჭირდებოდა. მერე კი არაფერი მახსოვს“ - იხსენებს მამა.
საბედნიეროდ კაილის მშობლები გვერდითა სახლში ცხოვრობდნენ. შილის ზარისთანავე მათთან გაიქცნენ და კარებთან გონდაკარგულ წყვილს წაწყდნენ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მთელი ოჯახი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად იყო მოწამლული.
„ჰიპერბარიულ პალატაში 6 საათის გატარების შემდეგ, საავადმყოფოდან უვნებლები დავბრუნდით“ - იხსენებს ბავშვის დედა.
ექიმების თქმით, მათი ჰოსპიტალიზაცია რამდენიმე წუთით რომ დაგვინებულიყო, მათ გადარჩენას ვერ შეძლებდნენ.
პატარა სელია ოჯახის მფარველი ანგელოზი და გმირი გახდა, რომელმაც მშობლები სასწაულებრივად იხსნა.


მასალის გამოყენების პირობები






