საქართველოს ნაკრები გორგოძის გარეშე - მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა
სპორტი - 18:45, 27 Jan, 2016     2061
6 თებერვალს ევროპაში სანაკრებო რაგბის ახალი სეზონი იღებს სტარტს. წლევანდელი გათამაშებისთვის მზადებას ბორჯღალოსნები 1 თებერვალს, ტრადიციულად შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეუდგებიან. ჰეიგმა და სამწვრთნელო შტაბმა პირველი ორი შეხვედრისათვის გაფართოებულ რაზმში 30 მორაგბეს უხმო - „წარმატებული მსოფლიო თასის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ და ყველა მატჩზე შესაბამისი განწყობით გავიდეთ, რათა მთელს მსოფლიოს ვანახოთ, რომ პროგრესის შენარჩუნება და თანმიმდევრობა შეგვიძლია. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პირველი მატჩიდანვე აქცენტი, როგორც გამოცდილებაზე, ასევე ახალბედა მოთამაშეებზე გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე პირველი ორი მატჩისთვის შერჩეულთა უმეტესობამ გასულ მსოფლიო თასზე ითამაშა.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

მარცხენა ბურჯებად მიხეილ ნარიაშვილსა და კარლენ ასიეშვილს ვიხილავთ, რომლებმაც მსოფლიოს მერე თავიანთ კლუბებში, შესაბამისად მონპელიესა და ბრივში, საკმაო სათამაშო დრო დაუგროვდათ. კვაჭებს რაც შეეხებათ შალვა მამუკაშვილთან ერთად ზურა ჟვანიას უხმეს - „სამწუხაროა, რომ წინა სატურნირო მატჩზე მიღებული ტრავმის გამო ზურამ მსოფლიო თასი გამოტოვა, რაც ჩემთვისაც და მისთვისაც საკმაოდ საწყენი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეთამაშა, იგი თავს ყველას დაამახსოვრებდა. ამ სეზონზე მას დერეფნებზე ვამუშაბეთ და თუ საჭირო გახდა 1 ნომერის პოზიციაზეც ითამაშებს“ დასძინა ჰეიგმა.

მარჯვენა ბურჯებად გერმანიასთან და პორტუგალიასთან ჰეიგმა ანტონ ფეიქრიშვილს უხმო. მასთან ერთად პირველი სანაკრებო კეპის მოხვეჭის შესაძლებლობა 20-წლამდე ბორჯღალოსნების ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბეს, მსოფლიო ალაფის გამარჯვებულს, ფრანგული სტად ფრანსეს გიორგი მელიქიძეს ეძლევა - „ჩვენ მას ალაფის შემდეგ ვაკვირდებოდით, სადაც მან საუცხოოდ იასპარეზა. მისი სიძლიერე, როგორც სტატიკაში ასევე ღია თამაშში კარგად სჩანს და რაქებშიც საუცხოოა. მან ტოპ 14-ში უკვე რამდენიმე მატჩი ითამაშა და მიმაჩნია, რომ იმსახურებს შანსს.“ მელიქიძის დახასიათებისას აღნიშნა ბორჯღალოსნების თავკაცმა.

ჰეიგმა ასევე აღნიშნა, რომ პირველ ორ ტურში იგი დაასვენებს ჩილაჩავას, ხოლო პორტუგალიისთვის შესაძლოა უხმოს დუდუ ქუბრიაშვილს.

მხტომელებად ჰეიგს გამოცდილი მოთამაშეები მოყავს. მეორე ხაზში გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე გამოიძახა. „ნემსაძემ შესანიშნავად ითამაშა მსოფლიო თასზე, რამდენჯერმე საუცხოოდ გაჭრა ხაზი და დაცვაშიც ძალიან კარგი იყო. ის და ჩხაიძე საკმაოდ გამოცდილნი არიან, რაც ზემოთაღნიშნული ტემპის შენარჩუნებასა და გაგრძელებაში უდაოდ დაგვეხმარება.“ დასძინა ჰეიგმა.
გიორგი ჩხაიძესთვის, რომელსაც ზურგს 86 სანაკრებო კეპი უმაგრებს, გასულო მსოფლიო თასი მეოთხე იყო. მის მსგავსად ვეებერთელა გამოცდილება ბორჯღალოსანთა ყველა დროის მექულეს, მერაბ კვირიკაშილსაც აქვს, რომელმაც ასევე მეთხე მსოფლიოზე ითამაშა და ჩხაიძეზე 2-ით მეტი, 88 კეპი აქვს - „არ გამოვრიცხავ, რომ მათი კარგი თამაშით ჩხაიძემ და კვირიკაშვილმა 100 კეპი დააგროვონ და ამით ქართულირ რაგბის ისტორიაში შევიდნენ“

მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილს, ლაშა ლომიძესა და შალვა სუთიაშვილს ვიხილავთ. მათ გარდა კი ჰეიგი ორ ახალბედა ბორჯღალოსანს, საბა შუბითიძესა და ბექა გორგაძეს ენდო. მთავარი მწვრთნელის თქმით, ორივე მორკინალმა კარგად ითამაშა თბილისის თასზე და წინა სამსოფლიო შეკრებაზეც გამოირჩეოდნენ.

ტურნირს ჰავბექების იგივე შემადგენლობით ვიწყებთ, რომლითაც მსოფლიოზე წავედით. ჰეიგმა მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ შესულ ვასილ ლობჟანიძე, გიორგი ბეგაძე და ვაჟა ხუციშვილი გამოიძახა.

მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსანთა შემადგენლობა, რომ დასახელდა, სამწვრთნელო შტაბმა ლაშა ხმალაძე ვიცე-კაპიტნად დაასახელა. სამწუხაროდ კანადასთან საკონტროლო მატჩში მან ფეხის ტრავმა მიიღო და ტურნირის გამოტოვება მოუწია. ხანგძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ხმალაძემ ლელო-სარასენსის შემადგენლობაში უკვე ითამაშა და ნაკრებისთვისაც მზადაა. მეორე მგეზავი ლაშა მალაღურაძეა, რომელმაც მსოფლიოზე ბორჯღალოსნების ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნამიბიის წინააღმდეგ გადამწყვეტი ლელო დაამიწა.

12 და 13 ნომრებზე მერაბ შარიქაძესა და დავით კაჭარავას ტანდემს ვიხილავთ. თამაზ მჭედლიძე ფრთაზე ითამაშებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ჰეიგი მას ცენტრად მოისაზრებს - „მსოფლიო თასზე მჭედლიძემ დიდი პროგრესი განიცადა. მან თამაშიდან თამაშამდე უმატა და ნამიბიასთან შეუდარებელი იყო. კაჭარავასა და შარიქაძის სიძლიერეზე ბევრის თქმა შეიძლება...“

ფრთებზე მჭედლიძესთან ერთად ალექსანდრე თოდუა და გიორგი ფრუიძე გაირჯებიან - „ფრუიძემ მნიშვნელოვნად მოუმატა თამაშის ხარისხს და რომ არა ვარჯიშზე მიღებული ტრავმა იგი აუცილებლად ითამაშებდა ‘ოლ ბლექსის’ წინააღმდეგ“

მერაბ კვირიკაშვილზე ზემოთ ავღნიშნეთ. ფულბეკებათ მის გარდა ზელანდიასთან ისტორიული ლელოს ავტორს, ბექა წიკლაურსა და ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილ გიორგი აფციაურს ვიხილავთ.

ჰეიგმა შეკრებაზე რეზერვად ოთხ მორაგბეს უხმო დიდი 10-დან: გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), რეზი ჯინჭველაშვილი (აია), მურაზ გიორგაძე (არმაზი) და ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარასენს)

შენიშვნა: რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების კაპიტანი გუნდის შეკრებაზე შესვლის შემდეგ დასახელდება

წყარო site.rugby.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42