რა ელის ლარს? - ,,ფულადი შემოდინებების ზრდის გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდება“- გივი ადეიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:42, 27 Jan, 2016     2182
იანვრის განმავლობაში, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი გაუფასურებას განაგრძობს.

ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის დევალვაციამ ისტორიულ მინიმუმს უკვე რამდენიმე პუნქტით გადააჭარბა.

გადამცვლელ ჯიხურებში და ბანკებში ერთი დოლარი 2 ლარსა და 54 თეთრს აღწევს.

კრიზისის შესაჩერებლად ოპოზიცია მთავრობას ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ურჩევს და უახლოეს მომავალში პროდუქტზე ფასების ზრდასაც არ გამორიცხავს.

ლარის კურსის გაუფასურებამ უკვე მიაყენა ზიანი ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

შესაბამისად, კურსის დაცემასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება, ლარის გაუფასურების მიზეზების ძიებისას არაერთი მცდარი და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა, რაც ვითარებას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

„ნიუპოსტი“ ლარის დევალვაციასა და მისი შედეგებზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების“ წევრს, ეკონომიკურ ანალიტიკოსს გივი ადეიშვილს ესაუბრა.

ადეიშვილის განცხადებით, ლარის რეკორდული გაუფასურება ბაზარზე არსებულ უარყოფით მოვლენებს უკავშირდება.

- საქართველოს არ აქვს ძალიან დიდი ეკონომიკა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა და გარკვეული მაჩვენებლები ისევე როგორც ლარის კურსი, დამოკიდებულია საგარეო ფაქტორებზე. რას ნიშნავს ეს: მაგალითად ნავთობის გაუფასურება და ის სანქციები, რომელიც დაკისრებული აქვს იგივე რუსეთს. ასევე თურქეთისა და რუსეთის დაძაბული ურთიერთობა აისახა ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე, რომელიც გააჩნია როგორც რუსეთს, აზერბაიჯანს, ასევე თურქეთს. 2015 წელს რუსეთის ზრდა 3, 7 % - ით შემცირდა. ვინაიდან ეს ქვეყნები საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ისევე როგორც ფულადი გზავნილების შემოდინება სწორედ ამ ქვეყნებიდან ხდება. არსებობს მოლოდინი, რომ შემცირდება ფულადი ნაკადების შემოდინებები. აღნიშნული მოლოდინი გააჩნიათ ეკონომიკურ აგენტებს. მათ ესმით, რომ ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდება, ამიტომ იჭერენ თადარიგს და ცდილობენ არ შეისყიდონ ის უცხოური ვალუტა, რომელიც არსებობს ბაზარზე. გასათვალისწინებელის სეზონური პერიოდიც ამ პერიოდში იმპორტი განსაკუთრებით იზრდება.

რაც შეეხება საქრთველოს ხელისუფლების პროგნოზსს, რომ ლარი მეტად არ გაუფასურდება, ამის პროგნოზი მას არ შეუძლია, რადგან ბევრი ფაქტორი მასზე არ არის დამოკიდებული. ხელისუფლებას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას.

- ექსპორტის წახალისებისა და პრივატიზაციის მიმართულებით რომ ემუშავა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, მძიმე შედეგს თავიდან აიცილებდა? აქვე, რა უნდა გაკეთდეს ლარის შოკიდან გამოსაყვანად?

- ფულადი შემოდინებების ზრდის გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდება. ეროვნულ ბანკს შეუძლია ხელოვნურად მოახდინოს დოლარზე მოთხოვნის შემცირება, თუმცა ეს უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ფინანურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შემცირებას გამოიწვევს და ეკონომიკური ზრდის ტემპებს კიდევ უფრო შეამცირებს.

ხელისუფლებას შეუძლია წარმოქმნას დადებითი მოლოდინი (ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ლიბერალური საგადასახადო პლიტიკა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ბაზრის დივერსიფიცირება). მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან ინვესტიციების დიდი წილი რუსეთიდან და აზრებაიჯანიდან შემოდის. ორივეგან ეკონომიკური მდგომარება გართულებულია. ხელისუფლებამ ახალი ბაზრების მოძიებაზე უნდა იფიქროს, მაგალითად ირანი, ჩინეთი. მით უფრო, ირანს მოუხსნეს სანქციები. ის აწამოებს აქტიურ პოლიტიკას, ამიტომ სრულიად შესაძლებელია ამ ქვეყნიდან ინვესტიციების წამოღება. ჩინეთზეც აქტიურად უნდა იმუშავონ, ანაკლიის პორტის მშენებლობის კუთხით, აბრეშუმის გზის გასავითარებლად და სხვა. ქმედითი ნაბიჯიები უნდა გადავდგათ ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხითაც. ხელისუფლება უნდა დაეხმაროს ბიზნესს დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს. უნდა მოხდეს ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ამოქმედება, რომელიც დღეს ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.

- რამდენად რეალურია ესტონური მოდელის საქართველოს ეკონომიკაზე მორგება და რა ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება დახვდეს მას აქ და რა შედეგებია მოსალოდნელი?

- ეს მოდელი მარტივად რომ ავხსნათ, ნიშნავს საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაციას, მოგების გადასახადის გაუქმებას. ეს დადებითი სტიმულია ბიზნესისთვის. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს და გაზრდის იმ შემოსავალს, რომელიც საწყის ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება.

-როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს?

- როგორც ვხედავთ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია. ეს კი პირდაპირი სიგნალია, რამდენად შესაძლებელია აქ ქვეყანაში ბიზნესის კეთება. დღეს საქართველოში ბიზნესგარემო მძიმე მდგომარეობაშია, ფინასნურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა შემცირებულია, დაბალი საპროცენტო განაკვეთებია საჭირო. კანონმდებლობა ლიბერალური უნდა გახდეს, რომ გაუმჯობესდეს არსებული სიტუაცია, რომ შევამსუბქოთ ის საგარეო შოკები, რომელმაც გამოიწვია ვითარების გაუარესება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42