იტალიაში ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანი ვიზიტის გამო, რომის მუზეუმებში შიშველი ანტიკური ქანდაკებები შეფუთეს, რათა პრეზიდენტს თავი უხერხულად არ ეგრძნო.
როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, იტალიის პრემიერ მინისტრთან ირანის დელეგაციის შეხვედრისას, მაგიდაზე არც ღვინო იდო. (ირანში ალკოჰოლური სასმელები აკრძალულია).
შეგახსენებთ, ირანის დელეგაცია იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ იტალიაში ვიზიტის დროს თითქმის 17 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრაქტები გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, იტალიურ კომპანიებთან კონტრაქტები ძირითადად ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში გაფორმდა.
მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ირანს სანქციები მოუხსნა, ირანის პრეზიდენტი ევროპაში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.
ირანის დელეგაცია 120 ადამიანისგან შედგება. მათ შორის არიან როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენებიც.
მასალის გამოყენების პირობები






