ფოტომ, რომელზეც ასახულია პოლიეთილენის პარკისაგან გაკეთებულ საფეხბურთო „მაისურში“ გამოწყობილი ბიჭუნა, ცოტა ხნის წინ მსოფლიო ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო. როგორც ჩანს, ბიჭის ვინაობა უკვე ცნობილია.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ ფოტოზე ასახული ბიჭი ერაყში მაცხოვრებელი ქურთი იყო. თუმცა, როგორც BBC-ი იუწყება, ბიჭუნა, რომელი „მესის ყველაზე დიდ თაყვანისმცემლად“ შეირაცხა, ხუთი წლის მურთაზა აჰმადია და სინამდვილეში, ის ავღანეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
ინტერნეტში აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია უცნობი ბიჭის მოსაძებნად, თუმცა არსებობდა მისი მხოლოდ ერთი ფოტო - პატარა ბავშვი, რომელიც ზურგით დგას და აცვია პოლიეთილენის პარკისგან გამოჭრილი ლიონელ მესის საფეხბურთო „მაისური“. ფოტო ვირუსივით მოედო ინტერნეტს და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიჭუნა ერაყში მაცხოვრებელი ქურთი იყო; მისი მოძებნა შემდეგ თავად „ბარსელონას“ ვარსკვლავმაც მოისურვა, რომელსაც ბიჭისთვის საკუთარი მაისურის ჩუქება უნდოდა.
სრულად იხილეთ 1tv.ge



მასალის გამოყენების პირობები






