ისრაელის ავიაკომპანია თბილისისა და ბათუმის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:08, 26 Jan, 2016     1901
საქართველოსთან მიმართებაში ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“-ის გეგმებისა და ქვეყნის საავიაციო ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაცნობის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, “TAV Georgia”-ს, ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“-ისა და მისი შვილობილი ავიაკომპანია „Sun d'Or“-ის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ისრაელის წამყვანი ავიკომპანიის მიერ მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონიდან ორი ქვეყნის ქალაქებს შორის რეგულარული რეისების დაწყების შესაძლებლობაზე. როგორც ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, კომერციული თვალსაზრისით საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისთვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური და პროცედურული ხასიათის კონსულტაციები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს როგორც ავიაკომპანიასთან, ისე ისრაელის საავიაციო ხელისუფლებასთან.

წინასწარი ინფორმაციით, თელავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას „El Al Israel Airlines“ 2016 წლის ზაფხულის სეზონიდან გეგმავს. საჰაერო მიმოსვლა თელავივსა და თბილისს შორის განხორციელდება კვირაში 1 სიხშირით, ხოლო თელავივსა და ბათუმს შორის კვირაში 2 სიხშირით, ბოინგ 737-800 და ბოინგ 737-900 ტიპის საჰაერო ხომალდებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42