პუტინის უვიზო რეჟიმი მორიგი ბლეფი აღმოჩნდა - კრემლის ულტიმატუმი საქართველოს
პოზიცია - 21:05, 26 Jan, 2016     12987
პუტინმა ისევ მოგვატყუა - ქართველმა ხალხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გულუბრყვილოდ მიიღო, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ რეალურად რუსეთი მზად არის ეს გარკვეულ ფასად გააკეთოს.

პოლიტიკური საფასური ძალიან მაღალია - ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ღიად თქვა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე უვიზო რეჟიმის საკითხის განხილვა უცნაურია.

“ჩვენ მზად ვართ პერსპექტივაში უვიზო რეჟიმზე გადავიდეთ, მაგრამ ცოტათი უცნაურია, თუ ეს საკითხი იმ პერიოდში განიხილება, როდესაც ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია”, – განაცხადა ლავროვმა.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეა. მეტიც, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებული ეთნოწმენდის კვალდაკვალ ლავროვმა დღეს თქვა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის მოსკოვის ინიციატივით არ შეწყვეტილა.

პუტინის მარჯვენა ხელს დღეს არც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამორჩენია.

ლავროვის თქმით, „სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს რუს მეზობლებთან ურთიერთობაში".

საუბარი რუსეთ საქართველოს ომსაც შეეხო. ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კრემლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში "ეს ურთიერთობა გაყინვის სტადიიდან გამოდის".

დღევანდელმა პრესკონფერენციამ ცხადჰყო, რომ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკება რუსულ ენერგოგიგანტთან კრემლის ინტერესებში შედის.

"გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე ლავროვმა განაცხადა: "მოლოდინი, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები ჩაიშლება, უადგილოა "

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის დაწესებას სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი „მზად არის უვიზო რეჟიმზე წამოვიდეს".

თუმცა მალევე დიპლომატმა სილა გაგვაწნა, როცა აღნიშნა, რომ რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ პაკინსის ხეობაში საწვრთნელი ბაზები აქვს.

მისი თქმით, ეს ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი დააწესა.

„ნიუპოსტმა“ გადახედა ქართველი პოლიტიკოსების რექაციას რომელიც კრემლის მუქარის შემცველი განცხადების შემდეგ თბილისში გაკეთდა.

„დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას მნიშვნელოვანი წინაპირობები აქვს. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერინიტეტის პატივისცემა“ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლავროვის შემოთავაზებას, რაც შეეხება პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებაზე ლავროვის განცხადებას, პრემიერის თქმით, მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს.

„პანკისის ხეობიდან არანაირი რისკი არ მომდინარეობს“ - დასძინა კვირიკაშვილმა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე კი აცხადებს, რომ დიპლომატიური ურთიერთიბების აღდგენა დღის წესრგში არ დგას და ვერც დადგება ვერანაიარად სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

სერგეი ლავროვის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში გამოეხმაურნენ.

ლიდერები თანხმდებიან, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოუგვარებელია.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გაყინვის სტადიიდან მხოლოდ მაშინ გამოვა, როდესაც რუსეთს ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აღარ ექნება.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ორი კონა მწვანილი გავიდა რუსეთში“ ყინულის გალღვობის წინაპირობა ვერ იქნება.

„კარასინი-აბაშიძე ხომ საუბრობენ კიტრებზე და პამიდორზე. რამე არის სხვა თემა გარდა საოკუპაციო თემისა? რაც შეეხება დიპლომატიურ ურთოერთობას, საქართველოში ვერც ერთი ხელისუფლება, გარდა ოკუპანტების მარიონეტისა ვერ დაეთანხმება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იყოს სამი საელჩო. ეს უნიათო ხელისუფლებაც ვერ გააკეთებს ამას, რადგან ეს იქნება მიზეზი მათი ხელისუფლებიდან წასვლის“, - ამბობს მაჭავარიანი.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ლავროვმა დღევანდელი განცხადებებით ასევე დაადასტურა, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის.

„გაზპრომს“ აქვს პოლიტიკური ფასი. როგორც ჩანს ეს არის ის პოლიტიკური ფასი, რასაც საქართველოზე ფიქრობენ, რომ უნდა გადაიხადონ“, - განუცხადა დეპუტატმა „ნიუპოსტს“.

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე ურყევი პოზიცია აქვს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძესაც.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით: ,,რუსეთთან შეხვედრას აზრი მხოლოდ დეოკუპაციის შემთხვევაში აქვს“.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ხელისუფლებას რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ,,ენის მოჩლექვით“ ესაუბრება, ძნელია იმის გაგება, თუ რეალურად რა ქმედებებია დადგეგმილი რუსეთთან მიმართებაში.

,,როდესაც ჩვენი მართველი კოალიცია დასავლეთთან და დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებაში ძალიან თამამია, მაგრამ რუსეთთან ენის მოჩლექვით საუბრობს, მე ნამდვილად არ ვიცი, რა მოქმედებებია დაგეგმილი ჩვენი ხელისუფლებისა და რუსეთის ურთიერთობებში, ვგულისხმობ აბაშიძე-კარასინის ფორმატს. თუმცა ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება არასწორი ნაბიჯების გადადგმა თუ ოკუპანტთან არ შევწყვიტეთ მეგობრული საუბარი“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

„ნიუპოსტი“ ახალი მემარჯვენეების ლიდერ მამუკა კაციტაძესაც ესაუბრა. რომელიც თვლის, რომ რუსეთმა ჯერ საქათველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უნდა განიხილოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი უვიზო რეჟმსა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას წინ უნდა უსწრებდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აი, ეს ყველაფერი თუ ერთმანეთს მიებმება, მაშინ ძალიან დიდი სიამოვნებით შეგვიძლია ვისაუბროთ უვიზო რეჟიმზეც და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზეც“ - ამბობს კაციტაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ისლამური სახელმწიფო“ წვრთნებს პაკინსის ხეობაში ატარებს და საკუთარი რეზერვების შესავსებად იყენებს ხათუნა ლაგაზიძე რუსეთის ჩანაფიქრს უკავშირებს.

მისი თქმით, კრემლი საქართველოსთვის პრობლემების შექმნის საბაბს ეძებს.

„პროცენტულად თუ შევხედავთ ისლამურისახელმწიფოს მომმარაგებელი სწორედ რუსეთია. ერთ-ერთი მიზეზი, რომ ის სირიაში შევიდა სწორედ ეს იყო რომ ჩრდილო-კავკასიაში არ მომხდარიყო ისლამური სახელმწიფოს გაფართოება. ასე, რომ სხვისკენ ხელის გაშევას ურჩევნია ჩრდილო კავკასიაში საკუთარი ბანაკები დათვალოს. რუსეთს სჭირდება საბაბები, რომ საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელოს"- აღნიშნა ლაგაძიძემ.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42