ევროკომისია "გაზპრომის" ევროპაში გაფორმებულ კომერციულ კონტრაქტებზე წვდომას მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა Коммерсант-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისიამ ორი კანონპროექტი შეიმუშავა. პირველი დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვალდებული იქნება, ენერგეტიკის სფეროში სამთავრობათაშორისო კონტრაქტის დადებამდე, დეტალები ევროკომისიასთან შეათანხმოს, მათ შორის ფასთან დაკავშირებული საკითხებიც. შესაბამისად, ევროკომისიის თანხმობის გარეშე, ენერგეტიკის სფეროში სამთავრობათაშორისო კონტრაქტის გაფორმებას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებას.
„ეს საკითხი ბრიუსელს თავისტკივილად მას შემდეგ ექცა, რაც რამდენიმე წლის წინ სამხრეთ ნაკადის მონაწილე ევროპულმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს რუსეთთან ხელშეკრულებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა ევროკავშირის შიდა კანონმდებლოსათან - მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან, რაც მოგვიანებით შევიდა ძალაში“ - წერს გამოცემა.
გარდა ამისა, მეორე გაზის ყველა არაევროკავშირელი მიმწოდებელი კომპანია, მათ შორის "გაზპრომი," ვალდებული იქნება რეგულატორს გრძელვადიანი კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
როგორც გამოცემა წერს, ამ გზით ევროკაშირი ცდილობს, საკუთარი წევრი ქვეყნების რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს.
მასალის გამოყენების პირობები






