ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს შესთავაზა კიდევ ერთხელ მოეწყოს შეხვედრა ცხადაძესთან და გადაწყვეტილება ამის მერე იქნას მიღებული. თუმცა როგორც სსფ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა მისი ცხადაძესტან შეხვედრის თემა სწორედ თანამშრომლობის გაწყვეტა იქნება.
“ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს იმისთვის რომ სამართლებრივი საკითხები მოვაგვაროთ” - განაცხადა კობიაშვილმა.
კახა ცხადაძის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ფედერაცია და ნაკრების მწვრთნელი კონტრაქტის ახალ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც კახა ცხადაძე აცხადებდა, მისი შეცვლა თავად სპორტის მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს სურდა, რადგან მის შემცვლელს ლობირებდა.
კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრების თავკაცის პოსტი 2014 წლიდან, თემურ ქეცბაიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიკავა.
მასალის გამოყენების პირობები






