დღევანდელი მონაცემებით ერთი ბარელი "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი 2%-ით შემცირდა და 29,85 აშშ დოლარი შეადგინა.
WTI მარკის ნავთობის ღირებულება კი 29,58 აშშ დოლარია.
ნავთობის ფასმა მკვეთრი ცვლილება გასული წლის სექტემბერში დაიწყო. ექსპერტების განცხადებით, ფასის ვარდნის ძირითად მიზეზად - ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდება სახელდება. ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ისა და ოპეკის ქვეყნების, პირველ რიგში საუდის არაბეთთან „სანავთობო ომს“ უკავშირებენ.
გარდა ამისა, ერაყში ნავთობის მოპოვების მოცულობამ რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა, გუშინ კი საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე უარს არ იტყვის.
ნავთობის ფასის ვარდნა , აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის ფონზე გრძელდება. სანქციების მოხსნის შემდეგ, ირანს უფლებამიეცა საკუთარი ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე გაყიდოს და ფინანსური სისტემითაც ისარგებლოს.
მასალის გამოყენების პირობები






