როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ერთადერთი, ვინც დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა, დასავლეთ ავსტრალიის შტატის ხელმძღვანელი კოლინ ბარნეტია. მისი თქმით, მომავალში ავსტრალია უნდა გახდეს რესპუბლიკა, თუმცა, ამის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა.
პეტიცია ავსტრალიის "რესპუბლიკური მოძრაობის" ინიციატივით შემუშავდა, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებას გულისხმობს და რომლის მიხედვითაც დედოფალი ელიზაბედ მეორე სახელმწიფოს მეთაური აღარ იქნება.
ავსტალიის რესპუბლიკური მოძრაობის თავმჯდომარის, პიტერ ფიცსიმონსის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი ბილ შორტენის უჭერენ მხარს.
ამჟამად, ავსტრალიის სახელმწიფოს ოფიციალურ მეთაურად დედოფალი ელისაბედ მეორე ითვლება. აღსანიშნავია, რომ 1999 წელს რეფერენდუმზე, ავსტრალიელი ამომრჩევლის უმრავლესობამ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლაზე უარი განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






