"საქართველოს რკინიგზა“ - ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ სიცოცხლეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:40, 25 Jan, 2016     1365

საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და შეახსენებს მოსახლეობას, რომ რკინიგზის სადგურები, სამგზავრო ბაქნები, სარკინიგზო გადასასვლელები, ლიანდაგები, ასევე მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა დაწესებულებები (ტერიტორიები) მომატებული საფრთხის ობიექტებს წარმოადგენენ. გთავაზობთ, აღნიშნულ განცხადებას.

"ს/ს ,,საქართველოს რკინიგზა“ მოგმართავთ თხოვნით, რკინიგზა მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ და მოწყობილ ადგილებზე გადაკვეთოთ, რათა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ. რკინიგზის ხაზის უსაფრთხოდ გადაკვეთა მოქალაქეებს ფეხით სავალი ხიდების, გვირაბების, გადასასვლელებისა და სპეციალურად მოწყობილი ფენილების მეშვეობით შეუძლიათ.

რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა, იქ, სადაც არ არის ნებადართული, სპეციალური ადგილები, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომელსაც შესაბამისი სანქციები მოყვება.

პირველ ეტაპზე მოხდება მოქალაქის გაფრთხილება, ხოლო შემდგომ დაჯარიმება, შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე. რკინიგზის სადგურებზე, სადაც არ არის ხიდი, ან გვირაბი, ქვეითმა ლიანდაგი ფენილზე უნდა გადაკვეთოს იმ ადგილზე, რომელსაც აქვს მინიშნება ,,გადასასვლელი“. ფენილზე გადასვლამდე მოქალაქე უნდა დარწმუნდეს, რომ ლიანდაგზე არ მოძრაობს მატარებელი, ლოკომოტივი ან ვაგონი. მოძრავი შემადგენლობის მოახლოებისას მოქალაქემ უნდა გაატაროს ის, დარწმუნდეს იმაში, რომ მეორე ლიანდაგზეც არ არის მატარებლის მოძრაობა და მხოლოდ ამის მერე გადაკვეთოს ფენილი. რკინიგზის გადასარბენთან გადასვლისას, მოქალაქემ ყურადღება უნდა მიაქციოს შუქნიშანს, ხმოვან სიგნალსა და შლაგბაუმის მდგომარეობას.

გზის გადაკვეთა მხოლოდ ღია შლაგბაუმის დროს არის დაშვებული. ხოლო, თუ გადასარბენზე არ არის შლაგბაუმი, მოქალაქე გადასვლამდე უნდა დარწმუნდეს, რომ გადასარბენს არ უახლოვდება მოძრავი შემადგენლობა და მხოლოდ ამის მერე გადაკვეთოს გზა. კატეგორიულად აკრძალულია, დაკეტილი შლაგბაუმის დროს გადასვლა, სადგურებსა და გადასარბენებზე გაჩერებული ვაგონების ქვეშ გაძრომა. ასევე აკრძალულია, ლიანდაგის გასაწვრივ სიარული 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზე.

დაუშვებელია, რკინიგზის ხიდებსა და გვირაბებში გასვლა, თუკი იქ არ არის ქვეითებისათვის მოწყობილი სპეციალური ბილიკი. კატეგორიულად აკრძალულია, რკინიგზის ხაზის გადაკვეთა იქ, სადაც არ არის შესაბამისი ნიშანი.

,,საქართველოს რკინიგზა“ მოგიწოდებთ , გადაკვეთოთ ლიანდაგები მხოლოდ სპეციალურ გადასასვლელებზე, შესაბამისი წესების დაცვით და გაუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს!" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42