ISIS-მა პარიზის თავდასხმების ტერორისტების მონაწილეობით ვიდეო გამოაქვეყნა (ვიდეო)
მსოფლიო - 11:35, 25 Jan, 2016     2875
რადიკალურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „დაეშმა“ („ისლამური სახელმწიფო“) მორიგი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც პარიზის ტერაქტების მონაწილეები ფიგურირებენ. მათ შორის თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდიცაა, რომელიც სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა მოკლეს. სავარაუდოდ, ვიდეომიმართვა ტერაქტებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაიწერა. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ კლავენ შეიარღებული პირები პატიმრებს და როგორ ატარებენ სამხედრო ტრენინგებს ახლო აღმოსავლეთში. მასალაში ასევე ჩანს პარიზის ის ადგილბიც, სადაც 13 ნოემბერს ტერაქტები განხორციელდა.

ვიდეოში საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის, პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ქემერონის სახე წითელი წრით არის შემოხაზული.

შეგახსენებთ, პარიზში 6 ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 350. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

თავდასხმების განხორციელებისას 7-მა ტერორისტმა თავი აიფეთქა, ხოლო ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი, აბელჰამიდ აბაუდი სნაიპერმა გაანეიტრალა. თავი აიფეთქა ასევე ქალმა ტერორისტმა. კიდევ ერთი მთავარი ფიგურის სალაჰ აბდესლამისა და მისი თანამზრახველის ბედი ჯერჯერობით უცნობია. პოლიცია მათ ამ დრომდე ეძებს.

ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ლინკზე http://heavy.com/news/2016/01/new-isis-islamic-state-news-pictures-videos-kill-them-wherever-you-find-them-et-tuez-les-ou-que-vous-les-rencontriez-french-english-translation-paris-attacks-full-uncensored-youtube/

გაფრთხილებთ, ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42