,,პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა" არის ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ახორციელებს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაივლიან 6-თვიანი სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკური სოციოლოგიის, პოლიტიკური იდეოლოგიების, ეროვნული უსაფრთხოების, საქართველოს ეკონომიკის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიების და სხვა სასწავლო კურსებს.
პროექტში 2013 წელს მონაწილეობს 17 პოლიტიკური პარტიის 38 წარმომადგენელი.
პროექტის გახსნის ცერემონიაზე მოწვეული არიან საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები და წარმომადგენლები. ცერემონიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მმართველობისა და დემოკრატიის ოფისის განყოფილების უფროსი დანიელე რიფი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი საქართველოში ანდრეა კირბსი, ასევე _ პოლიტიკური პარტიების ლიდერები.
მასალის გამოყენების პირობები






