,,ანონიმაიზერი“ დაიცავს თქვენს კონფიდენციალობას ფეისბუქზე
ეს საინტერესოა - 21:14, 23 Jan, 2016     2520
ფეისბუქის მომხმარებელები იმ ქვეყანებში, სადაც მაღალხარისხშია აყვანილი სპეცსამსახურების მხრიდან უკანონო თვალთვალისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოგროვების პრაქტიკა, შეძლებენ, ჰქონდეთ მსოფლიოს უმსხვილეს სოციალურ ქსელთან წვდომა ყოველგვარი შიშების გარეშე, პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციის წყალობით, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს ,,ანონიმაიზერთან“.

მოცემულ პროგრამას შეუძლია 100%-ით გაასაიდუმლოს თქვენი პიროვნება და ადგილმდებარეობა. ფეისბუქის აპლიკაცია სმარტფონებისა და ანდროიდის ოპერაციული სისტემებისთვის აღჭურვილია ახალი ფუნქციით. ის აკავშირებს ფეისბუქს პროექტთან ,, Tor Project“, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, გვერდი აუაროს ცენზურას და ეფექტურად უზრუნველყოს თავისი კონფიდენციალურობა. პროგრამული უზრუნველყოფა Tor არის უფასო და მხარდაჭერილია ვოლონტიორების მიერ, რომლებიც გამოდიან კონფიდენციალურობის დასაცავად.

ფეისბუქის მომხმარებელს ანდროიდიდან შეუძლიათ დააყენონ მობილური აპლიკაცია Tor-ი სახელწოდებით ორბოტი. აპლიკაციის ღილაკზე დაჭერით, ფეისბუქი ავტომატურად ჩაერთვება ქსელში Tor-ის მეშვეობით. აიფონი, რომელიც განსხვავეულ ოპერაციულ სისტემას იყენებს, ვერ დაკავშირდება Tor-ს და ანდროიდის ანალოგიური აპლიკაციის გამოშვება აიფონისთვის არ იგეგმება.

გამომდინარე იქიდან, რომ ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის დიდი წილი (ამ დროისათვის მთელ მსოფლიოში მის მომხმარებელთა რაოდენობა 1,5 მილიარდზე მეტია) ხდება აშშ-ს საზღვრებს გარეთ. ინდუსტრიის ანალიტიკოსები ფუნქცია ანონიმაიზერს განიხილავენ, როგორც სოციალური ქსელის აუდიტორიის შემდგომი გაფართოების ინსტრუმენტს, განსაკუთრებით მობილური ტელეფონების მომხმარებელთა შორის. ,,სინამდვილეში მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გაუმჯობესდეს მოხმარების პროცესი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფეისბუქს დაუკავშირდნენ Tor-ის საშუალებით“ - განუცხადა CNN-ს ფეისბუქსი პრესმდივანმა მელანი ინსაიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა კონფიდენციალურობის მნიშვნელობას. ,,მთელ მსოფლიოში არის მოთხოვნა მეტი კონფიდენციალურობისა ინტერნეტში. ეს პროგრამა მისცემს ადამიანებს საშუალებას, გაუზიარონ თუ არა სხვებს თავისი ადგილსამყოფელი. ზოგისთვის ეს უბრალოდ ხელსაყრელია, მაგრამ ბევრისთვის - სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს“ - აცხადებს როიტერთან საუბარში ფეისბუქის წარმომადგენელი.

პროგრამული უზრუნველყოფა Tor-ი თავის დროზე შექმნეს აშშ-ს სამხედრო -საზღვაო კვლევით ლაბორატორიაში საიდუმლო ინფორმაციების გადასაცემად ინტერნეტის მეშვეობით. ამ პროგრამის ზრდასთან ერთად იზრდებოდა კრიტიკა აშშ-ს სპეცსამსახურების წარმომადგენლებისათვის მუშაობის გართულების გამო.

Tor-ის გამოყენება ჩინეთში, ირნაში და სხვა დახურულ საზოგადოებებში არ იძლევა ინტერნეტთან თავისუფალი და უსაფრთხო წვდომის გარანტიას. ჩინეთის მთავრობა, მაგალითად, დიდი ხანია კატა-თაგვობანას თამაშობს Tor-თან და სხვა კონფიდენციალურობის დამცავ პროგრამებთან, რომლებიც ცდილობენ, იპოვონ საშუალება გვერდი აუარონ ე.წ. უდიდეს ჩინურ ,,ფეირვოლს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42