ქართველი სექსსიმბოლო თამო ვაშალომიძე თვლის, რომ საქართველოში თავისი მაქსიმუმი ამოწურა და ამჯერად უფრო ფართო მასშტაბების დაპყრობას გეგმავს. „ნიუპოსტს“ თავისი ახალი გეგმების შესახებ გაანდო და როგორც გვითხრა გეზი ჰოლივუდისკენ აქვს აღებული.
„შემოთავაზება მაქვს ერთ-ერთი ამერიკული კომპანიიდან. ჩემი მეგობარი დიდი ხანია ჰოლივუდშია. ვლაპარაკობდით და შემომთავაზა მასთან წავსულიყავი და იქ დამეწყო ჩემი საქმე. ვფიქრობ აქ ჩემი მაქსიმუმი ამოვწურე და მეტს ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ ახალს. სულ რამდენიმე ჟურნალი გვაქვს და იქაც თითქმის სულ ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს. მე კი მინდო რომ უფრო განვითარდე და გაცილებით ბევრს მივაღწიო. ჩემს მეგობარს ველაპარაკე, რომელმაც ჩემი პროექტი იქაურ კომპანიას შესთავაზა და მოეწონათ. ჯერჯერობით ვერ გეტყვით რომელ კომპანიაზე და რა პროექტზეა საუბარი, რადგან განხილვის პროცესშია და უფლება არ მაქვს. ალბათ მომავალ წელს წავალ. უბრალოდ ბებოს ვერ ვტოვებ, თორე უფრო ადრეც შეიძლებოდა ჩემი გამგზავრება. ვფიქრობ საინტერესო იქნება ჩემი ამერიკაში მოღვაწეობა. წასვლამდე, საქართველოსთვისაც მაქვს ერთი პროექტი მომზადებული. რომელიც რეალითი შოუს ფორმატი იქნება და გეტყვით, რომ ასეთი შოუ საქართველოში არ ყოფილა ჯერ. მიახლოვებით კარდაშიანების ოჯახის თემაა, თუმცა ერთიერთში ის არ იქნება. მე და ჩემი პროდიუსერი ამჟამად ჩამოყალიბების პროცესში ვართ, ხარჯებს ვანგარიშობთ და სხვა ყველა საჭირო თემას განვიხილავთ რაც შოუსთვის აუცილებელი იქნება. კვირაში ერთხელ ან ორჯერ გავა ეთერში, სად ჯერ არ ვიცი. ვფიქობ საინტერესო შოუ იქნება მაყურებლისთვის, გაერთობიან“- თქვა თამო ვაშალომიძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






