პუტინი მკვლელია... - ეს უკვე საბრალდებო განაჩენია
მსოფლიო - 19:22, 23 Jan, 2016     2598
ლონდონის სასამართლოს მოსამართლის რობერტ ოუენის მოხსენება დევნილი ФСБ-ს პოლკოვნიკის ლიტვინენკოს მკვლელობის შესახებ, ფაქტიურად საბრალდებლო ანგარიშად იქცა. მოხსენებაში მთავარ ბრალდებულად კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინია. დასავლელი ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ იმის გამო, რომ დღემდე შეუძლებელია ბრალდება წაუყენონ რადიაციულ ტერაქტში მონაწილე კილერებსა და ორგანიზატორებს, აქედან გამომდინარე ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად, ლონდონის სასამართლოს წარმომადგენელს რობერტ ოუენს შეეძლო მხოლოდ მოხსენების წარმოდგენა ჩატარებული გამოძების შესახებ.

მანამ, სანამ ეჭვმიტანილებს ვლადიმერ პუტინს, პატრუშევს, ლუგავოის და კოვტუნს არ გადასცემენ ბრიტანეთის ხელისუფლებას, გამოქვეყნებული მოხსენების სამართლებრივი შედეგები დარჩება შეზღუდული. ხოლო რაც შეეხება რუსეთ-ბრიტანეთის ურთიერთობას, ის ისედაც ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუარესებულია. ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე, სინამდვილეში, გლობალური საინფორმაციო სივრცის პირობებში, მოსამართლე რობერტ ოუენის მიერ გახმოვანებული გამოძიების შედეგები ფაქტობრივად წარმოადგენს ბრიტანეთის სასამართლოს განაჩენს პუტინისთვის. ხოლო ეს ნიშნავს, რომ ამ განაჩენის შედეგები გარდაუვალია. ამის თვალსაჩინო მტკიცებულებად მარტივად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო პრესის რეაქცია. მედია ღიად უწოდებს პუტინს მკვლელს.

ხუთშაბათს ბრიტანეთის საზოგადოებრივმა კომისიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა, ФСБ-ს ექსთანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში, რომელიც 2006 წელს იქნა პოლონიუმით მოწამლული.

ანალიტიკოსების აზრით, ეს გადაწყვეტილება გახდა პირველი ნაბიჯი სმართლიანობის აღდგენის კუთხით, არა მხოლოდ ლიტვინენკოსთან მიმართებაში, არამედ რუსული სახელმწიფოს ტერორის ყველა მსხვერპლის მიმართ. ის, რომ ლიტვინენკო იყო კრემლის მიერ მოკლული იდო ზედაპირზე, თუმცა კომისიის დასკვნა იმის შესახებ, რომ პუტინმა გასცა ბრძანება, აღმოჩნდა ის პირველი დოკუმენტი, რომელიც გამოცემულია ოფიციალური სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელმაც დააფიქსირა პუტინის თანამონაწილეობა რუსული ოპოზიციის წარმომადგენლის მკვლელობაში.

შეიძლება ითქვას, რომ ალბათ ტენდენციად იქცევა ჟურნალისტების მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტობის კანიდიდატის დონალდ ტრამპის მიმართ, რომელიც ადრე არაერთხელ მოიხსენიებდა დადებით კონტექსტში პუტინს, მოწოდებით, კარგად წაიკითხოს მოსამართლე ოუენის და ბრიტანული კომისიის მოხსენება. თავის მხრივ გაზეთმა ,,ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა მრავლობითი შემთხვევები სიკვდილიანობის და ძალადობის, რომელიც იქნა ჩადენილი რუსული ოპოზიციისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ: პოლიტკოვსკაია, ესტემიროვა, მაგნიტსკი, ნემცოვი - ყველა ესენი კრემლის მოწინააღმდეგენი იყვნენ, რომლებსაც წილად ხვდათ საშინელი აღსასრული.

მოხსენების გამოქვეყნების შედეგები მიანიშნებს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც სხვადასხვა ინტერესებისა და მიზეზების გამო პუტინის მიმართ არც ისე უარყოფითად არიან განწყობილი, პუტინის მიმართ საზოგადოებრივი აგრესიის ზრდის პარალელურად, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში ვარდებიან.

ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წელს 23 ნოემბერს 21.21 საათზე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საზოგადოებისთვის ლიტვინენკო ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც 1999 წელს, პირდაპირი ეთერით, თავის ოთხ თანამშრომელთან ერთად სკანდალური განცხადება გააკეთა, მან აღიარა რომ ФСБ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მკვლელობას გეგმავდა. მოგვიანებით მისმა განცხადებამ - მოსკოვისა და რიაზანის საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების უკან ФСБ დგასო, რუსეთი შოკში ჩააგდო. 2001 წელს გამოვიდა მისი წიგნი, "ФСБ აფეთქებს რუსეთს". ლიტვინენკო წერდა, რომ ტერაქტები მოსკოვსა და რიაზანში პუტინს ჩეჩნეთში მეორე საომარი კამპანიის დასაწყებად სჭირდებოდა, წიგნი ბესტსელერად იქცა. ლიტვინენკო იძულებული გახდა, დიდი ბრიტანეთისთვის ეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. ის ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობდა და ბერეზოვსკის ფონდის დაფინანსებით დამოუკიდებელ გამოძიებას ეწეოდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2006 წლის ნოემბერში ყოფილ კოლეგებს, ანდრეი ლუგობსა და დიმიტრი კოოვტუნომს შეხვდა და სასტუმროს რესტორანში ჩაი დალია. ლუგობი ამჟამად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატია.

ლონდონის პოლიციის დასკვნით, ალექსანდრ ლიტვინენკო ანდრეი ლუგობმა და დიმიტრი კოვტუნმა პოლონიუმ-210-ით მოწამლეს,

ლიტვინენკოს ოჯახის წევრები და მეგობრები მის მკვლელობის ორგანიზებაში ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42