ცაგარელმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც მეგობრებს მიმართა და აღიარა, რომ საკუთარ გრძნობებზე კონტროლი დაკარგა და მომხდარი ჩხუბი ამის შედეგი იყო:
"მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს, და ვუთხრა, რომ არ ვამართლებ ჩემ საქციელს ერთადერთი რამის გამო - რომ საკუთარ გრძნობებზე კონტროლი დავკარგე. მას შემდეგ, რაც ჩემ ცხოვრებაში ძალიან მძიმე, ბავშვის სიცოცლის ფეხებზე დაკიდებაზე ცილისწამება მოვისმინე ჩემი მისამართით, ვუთხარი მის ავტორს, რომ ამის გამო ბოდიში უნდა მოეხადა. ამის შემდეგ მან თავად მიმიწვია, თავის კაბინეტში სალაპარაკოდ, მედია დაადასტურებს. მე ბუნებრივია არ მსურდა ჩხუბი და ერთგვარი განმუხტვის მოლოდინით მივედი, საკუთარ კაბინეტში საჩხუბრად არ ადგებიან. მე არ ვამართლებ ძალადობას, როგორც კონფლიქტის გადაჭრის საშუალებას, და ასევე არ ვამართლებ ცილისწამებას, რომელიც რაციონალური და გონივრული არგუენტებით საუბარს სრულიად შეუძლებელს ხდის და მხოლოდ ორ გზას უტოვებს ადამიანს - კონფლიქტს, და ჩუმად თავის დახრას და წასვლას. ეს უკანასკნელი მე ვერ შევძელი, ამის გამო ბოდიშს ვუხდი ჩემ მეგობრებს და პირადად მასაც მიუხედავად ყველაფრისა, იმედს ვიტოვებ ლევან ღამბაშიძე ან დაასაბუთებს თავის ცილისწამებას, რომელიც გახდა კონფლიქტის მიზეზი, ან თუ ვერ დაასაბუთებს, თავად მოიხდის ბოდიშს,რადგან არსებობს განსხვავება ბრალდებას,მოსაზრებასა და ამორალურ ცილისწამებას შორის. ყველა ადამიანი საკუთარი სინდისის წინაშე უნდა იყოს მართალი", – ნათქვამია ალექსანდრე ცაგარელის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლევან ღამბაშიძე "ფეისბუქზე" ლაბორატორია 1918-ის საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრის მცდელობასა და სამეურვეო საბჭოს გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა, რის საბაბადაც ახაგაზრდა სოციალისტებმა ბათუმში ერთი წლის გოგიტა აბაშიძის შიმშილით გარდაცვალების ფაქტი გამოიყენეს.
"ეს უზრდელი მოჩეგევარო ტიპი არის პარტიული ბიჭი, რომელსაც სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ბავშვის სიკვდილიც, დევნილებიც, სოც.დაცვაც და ა.შ. ხვალ ქარიშხალთან დაკავშირებითაც საზ.მაუსთან ან ნაც. მოძრაობის ოფისთან გამართავს აქციას", - დაწერა ლევან ღამბაშიძემ.
როგორც თვითმხილველები იუწყებიან, ლაბორატორია 1918-ის ორი წევრი ილიას უნივერსიტეტის შენობასთან მივიდა და ლევან ღამბაშიძეს საქმის გარჩევა დაუწყეს, შედეგად კი საუბარს ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






