ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ბრიტანული სააგენტო ,,როიტერი“. უნდა აღინიშნოს, რომ ერ-რიადი მზსდ არის იბრძოლოს ევროპული ბაზრისთვის ირანელებთან. საუდის არაბეთი თავის ნავთობს ამ დროისთვის ყიდის თითქმის 5 დოლარით დაბალ ბასში. თუმცა ფასდაკლება 6,55 დოლარი ბარელზე შეთავაზებული ირანის მიერ, მაინც ყველაზე მეტად მიმზიდველად გამოიყურება. ამასთან ერთად, როგორც თეირანში აცხადებენ, ირანული ნავთობის მომპოვებელი ნაციონალური კომპანია -National Iranian Oil Company კვლავ დარჩება რენტაბელურად.
რუსეთის შანსები ირანსა და საუდის არაბეთს შორის კონკურენტულ ომში, სრულიად აზრს კარგავს: პირველ რიგში, რუსეთის მიერ შეთავაზებული ნავთობი - сорта Urals, შეიცავს დიდი ოდენობით გოგირდს, რაც ამცირებს ბენზინისა და დიზელის მიღებას საწარმოო გადამუშავების შედეგად. ამის გამო, რუსული ნავთობი, ტრადიციულად, 1-2 დოლარით დაბალ ფასში იყიდებოდა, ვიდრე მაგალითად, Brent-ის ნავთობი.
ირანის ნავთობი ასევე მიეკუთვნება ,,მძიმე“ მაღალგოგირდოვან შემცველობის სახეობას, თუმცა მისი მოპოვების დაბალი თვითღირებულების გამო, ინარჩუნებს კონკურენტულობას მინიმალური ფასების შემთხვევაშიც. მაგალითად, თვით რუსეთის ნავთობმწარმოებლები აცხადებენ, რომ ურალის ნავთობი ბოლო პერიოდში ზავდება კიდევ უფრო დაბალი ხარისხის სახეობებთან, რათა ცოტათი მაინც მოხერხდეს ზარალის კომპენსაცია. თუმცა, ეს რუსეთის უქმნის საფრთხეს, სრულად დაკარგოს ევროპული ბაზარი, სადაც ძალიან ნეგატიურად უყურებენ გამყალბებლებს.
რუსული ნავთობი, ირანული და საუდის არაბეთის ნავთობისგან განსხვავებით, მოიპოვება გაცილებით მძიმე კლიმატურ პირობებში, ციმბირსა და უკიდურეს ჩრდილოეთში, რაც ზრდის რუსული ნავთობის თვითღირებულებას და ბარელი 30 დოლარზე დაბალი ფასის შემთხვევაში, რუსული ნავთობი ფაქტობრივად მუშაობს თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ფასში, ანუ ზარალზე.
მასალის გამოყენების პირობები






