,,2016 წლის სექტემბერში რუსეთის შეიარაღებული ძალები გეგმავენ სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლებს ,,კავკაზ 2016“-ს.
როგორც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, დაგეგმილი მანევრები უნდა გახდეს ერთ-ერთი საკვანძო ღონისზძიება, რომელიც მიმართული იქნება სამხრეთ-დასავლეთის და სამხრეთის სტრატეგიული მიმრთულებით რუსეთის თავდაცვითი სისტემების გაძლიერებაზე. ამისთვის, შავი ზღვა-კავკასიის რეგიონში იქნება განთავსებული ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურა და აგრეთვე, უახლესი შეიარაღების მნიშვნელოვანი რაოდენობა. შეიარაღებული ძალების მთავარ ამოცანას 2016 წელს წარმოადგენს, იმყოფებოდნენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, სტრატეგიული სამეთაურო საშტაბო სწავლების მომზადებისა და ჩატარებისთვის.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ სწავლებებამდე იგეგმება სახმელეთო ძალებისა და სამხედრო გემების გამოყენება არა მხოლოდ სასწავლო ამოცანების გადასაჭრელად, არამედ კონკრეტული საბრძოლო დავალებებისთვის, როგორც ამას ადგილი ჰქონდა გასული წლის შემოდგომაზე სირიაში რუსეთის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს.
იქნება თუ არა ამისთვის განსაზღვრული ახალი საბრძოლო სამიზნეები, და თუ როგორი საომარი მოქმედებების სცენარი იქნება გამოყენებული, ამის შესახებ ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
თუ გადავხედავთ უახლეს ისტორიას, სტრატეგიული სამეთაური საშტაბო სწავლება ,,კავკაზს“ უკვე ჰქონდა მსგავსი სცენარი. მსგავსი სტრატეგიული მანევრები 2008 წელს ჩატარდა ზუსტად ერთი თვით ადრე საქართველოში აგვისტოს ომის დაწყებამდე. მაშინ სასწავლო ამოცანა, რომელიც მუშვდებოდა სტრატეგიულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაზე ჯარების მიერ გაგრძელებულ იქნა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის შემაჯამებელ კოლეგიაზე, პრეზიდენტმა პუტინმა , დასახა ანალოგიური მოქმედების ამოცანა. ,,მომავალ სტრატეგიულ წვრთნებზე ,,კავკაზ 2016“ ძირითადი აქცენტი აუცილებლად უნდა გაკეთდეს პირადი შემადგენლობის მომზადებაზე რთულ პირობებსა და მთიან ადგილებში მოქმედებისთვის“ - განაცხადა მაშინ პუტინმა.
ანალოგიური დავალება 2016 წლის 12 იანვარს სელექტორული თათბირის დროს შეიარაღებულ ძალებში გასცა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. ,,არცთუ ისე მარტივი საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე, სწავლების ფარგლებში უმნიშვნელოვანესია შეფასდეს ჩვენი შესაძლებლობები, ნაციონალური ინტერესების დაცვის კუთხით, სამხრეთ-დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე. შეიარაღებულმა ძალებმა ეფექტურად უნდა იმოქმედონ მთიან ადგილებში, რეგიონში გაზრდილი ტერორისტული საფრთხეების გათვალისწინებით“ -აღნიშნა მან.
თავდაცვის სამინისტროში ამ დროისთვის ზუსტდება, რომ რუსული არმიის მოქმედება იქნება განხორციელებული ავიაციის, საზღვაო-სამხედრო და სახმელეთო შენაერთების მონაწილეობით. მაშასადამე, იგეგმება სამხედრო ძალების გამოყენება არა მხოლოდ კავკასიის ქედზე, არამედ შავი და კასპიის ზღვების აკვატორიაში. როგორც სჩანს, ასეთი მასშტაბური ამოცანების დასახვა დაკავშირებულია ნატოს მხრიდან სამხედრო ძალების გაძლიერებასთან, აგრეთვე უკრაინის აგრესიული გეგმებიდან გამომდინარე ამ რეგიონში. როგორც ცნობილია, როტაციის საფუძველზე გასულ წელს თითქმის მთელი წლის განმავლობაში შავ ზღვაში იმყოფება აშშ-ს, კანადის, საფრანგეთის და ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების სამხედრო გემები.
თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმ იან სტოლტენბერგმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ,,ოპერატიული რეაგირებისა და ადგილებზე მათი ძალების გაძლიერება-გაზრდა არის რეაქცია რაც გამოწვეულია რუსეთის მოქმედებებით უკრაინასა და საქართველოში“.
ამ დღეებში რუმინეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუმინეთის სამხედრო უწყება იწყებს დიალოგს პარტნიორებთან ნატო-ში, შავ ზღვაში სამეკავშირეო ფლოტილიის შექმნის შესახებ. ამ საკითხის განხილვა დაიწყება მიმდინარე წლის თებერვალში, ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალის შეკრებისას ბრიუსელში“ - ნათქვმია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






