ამის შესახებ გამოცემა The Financial Times-ი დასავლურ სადაზვევრო სამსახურის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ასადისთვის პუტინის „თხოვნის“ გადასაცემად, დამასკოში გრუ-ს ყოფილი უფროსი, იგორ სერგუნი ჩავიდა. FT ირწმუნება, რომ სერგუნი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სირიაში ნამდვილად იმყოფებოდა.
გადადგომის შეთავაზებას ასადმა კატეგორიული უარით უპასუხა.
„ასადმა ნათლად განუმარტა სერგუნოვს ,რომ მისი მონაწილეობის გარეშე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვერ განვითარდებოდა“ - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ ბაშარ ასადის გადადგომის საკითხი დასავლეთის ქვეყნების კოალიციასა და რუსეთს შორის უთანხმოებას იწვევს. დასავლეთი ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს, პუტინი კი მას მხარს უჭერს.
The Financial Times-ი ს გავრცელებულ ინფორმაციას კრემლი უკვე გამოეხხმაურა. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან მსგავსი ფაქტი უარყო.
„ ეს ასე არ არის“ - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მასალის გამოყენების პირობები






