GIPA-ს სტუდენტები კახა ბენდუქიძეს მიმართავენ
საზოგადოება - 12:39, 26 Mar, 2013     1606

 

,,მოგმართავთ GIPA-ს სტუდენტები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ აღმოვჩნდით თქვენი შეურაცხყოფის პირდაპირი ობიექტები - ჩვენ, სტუდენტები და არა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელობა. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, თუ რას წარმოადგენს GIPA თავისი ისტორიით, ღირებულებებით და განათლების ხარისხით.



შესაბამისად, საჭიროდ მივიჩნიეთ საჯაროდ მოგვემართა თქვენთვის, რადგან ყოველგვარ ზღვარს სცილდება ის ლექსიკა, რომელსაც თქვენ GIPA-ზე საუბრისას მოიხმართ. ჩვენ, თითოეული სტუდენტი და კურსდამთავრებული ბედნიერები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვესწავლა ისეთ ინსტიტუტში, რომლის რეპუტაციაც არცერთხელ არ დამდგარა ეჭვქვეშ. GIPA ყოველთვის იცავდა სტუდენტების უფლებებს და ხელს უწყობდა ჩვენს პროფესიულ ზრდას. ასეთი ტიპის განცხადებებით, თქვენ, უპირველეს ყოვლისა შეეხეთ ყველაზე მთავარს - ჩვენს ღირსებას. რამდენადაც არ უნდა ეცადოთ რეალობის დამახინჯებას, თქვენ თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ GIPA არის ადგილი სადაც, ლიბერალური ღირებულებები, პიროვნული ზრდა, თავისუფლებისადმი სწრაფვა და განათლების ხარისხი უპირველესი იყო, არის და იქნება.



ბატონო კახა, თქვენ ხომ რამდენიმე უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დამფუძნებელი ბრძანდებით. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეთიკურია, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებთ და შეურაცხყოფას გვაყენებთ სტუდენტებს?! ნუთუ არც ერთი წამი არ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ თქვენი პირადი ინტერესები სამინისტროსთან და მის ხელმძღვანელობასთან, არ შეიძლება იყოს სტუდენტების ღირსების შელახვისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლის დისკრედიტაციის მოხდენის საბაბი?!

საკვირველი და მიუღებელია ის, რომ განათლების სფეროს წარმომადგენელს შეიძლება სჭირდებოდეს შეხსენება, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ინტერესები, არსებობს ეთიკის ნორმა, რომელსაც ბრძოლისას უნდა დაექვემდებაროს, ზღვარი, რომლის ფარგლებსაც არ უნდა გასცდეს და ფორმა, რომელიც უნდა დაიცვას. GIPA-ს უკან ვდგავართ სტუდენტები და უამრავი კურსდამთავრებული, რომლებიც ვამაყობთ ჩვენი ინსტიტუტით, მისი ხელმძვანელობით და პროფესურით.

ბატონო კახა, მაშინ როდესაც თქვენი გამოსვლებით აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების უფლებებს იცავთ, როდესაც გამოდიხართ ახალგაზრდების ინტერესების გამტარებლად და ამავდროულად შეურაცხყოფას აყენებთ GIPA-ს და ჩვენ - მის სტუდენტებს, სრულიად არალოგიკური და ურთიერთგამომრიცხავი ხდება თქვენი პოზიცია და ეჭქვეშ დგება თქვენი გულწრფელობა იმასთან დაკავშრებით, რომ მხოლოდ სტუდენტების ბედი გაღელვებთ.



ცხადია, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს სუბიექტური აზრი, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს მიზანმიმართულ შეურაცხყოფაში, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სუბიექტურ აზრს აფიქსირებს საგანმანათლებო სფეროში მოღვაწე ადამიანი, რომლის უპირველეს ამოცანას პროფესიონალიზმის მიღმა, ღირსეული ადამიანების აღზრდა უნდა წარმოადგენდეს.



ასეთი ტიპის განცხადებებით, დარწმუნებულები ვართ, არც GIPA-ს იმიჯი შელახულა და არც საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვლება მის მიმართ. ვიტოვებთ უფლებას მოგმართოთ, სულ მცირე, თავი შეიკავოთ ასეთი ტიპის უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან, რომელიც გვეხება სტუდენტებს, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი და არაეთიკურია. "_ ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42